საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ წარმოებაში მიღებულია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2024
გამოწერა
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სარჩელის არ მიღების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მას ხელს აწერს მოსარჩელე მხარე და შეიცავს სარჩელისთვის საჭირო მითითებებს
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით წარმოებაში მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით პირველად მიმართა. კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს პრეზიდენტი ეჭვქვეშ აყენებს კანონის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის შემდეგ მუხლებთან: „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, „გაერთიანებების თავისუფლება“, „პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები“, „აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები“, „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“ და კონსტიტუციის ნორმასთან, რომელშიც ნათქვამია, რომ „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“ და მოითხოვს აღიარებას, რომ კანონი მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
„ეს ფარსია“: პოლიტიკოსები „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელს აფასებენ >>
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სარჩელის არ მიღების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მას ხელს აწერს მოსარჩელე მხარე და შეიცავს სარჩელისთვის საჭირო მითითებებს, იგი წარადგინა უფლებამოსილმა პირმა, სარჩელის საგანი შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხებს.
საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ხელმძღვანელობით.
სკანდალური კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები უკვე შეიტანა 121-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და გეგმავს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ასევე ოპოზიციური პარტიები.
ყველა ახალი ამბავი
0