https://sputnik-georgia.com/20240719/saeklesio-kalendari-19-ivlisi-289076480.html
საეკლესიო კალენდარი: 19 ივლისი
საეკლესიო კალენდარი: 19 ივლისი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 ივლისს ღირსი სისოჲ დიდის; მოწამეთა: მარინის, მართასი, ავდიფაქსის, ამბაკუმის, კვირინეს, ვალენტინე ხუცის, ასტერისა და სხვა... 19.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-19T09:00+0400
2024-07-19T09:00+0400
2024-07-19T09:00+0400
საეკლესიო კალენდარი
საქართველო
რელიგია
პრეს-რელიზები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380135_0:253:3000:1941_1920x0_80_0_0_35af01bd2934a415ae11f091eb41a739.jpg
ასევე მოწამეთა: ისავრე დიაკონის, ინოკენტის, ფილიქსის, ერმის, ბასილის, პერეგრინეს, რუფეს და რუფინეს, მოწამისა კოინტე ფრიგიელის, მოწამისა ლუკი ქალწულისა და მისთანა მოწამეთა: რიქსეს, ანტონის, ლუკიანეს, ისიდორეს, დიონის, დიოდორეს, ქუთონის, არონის, კაპიკეს და სატურის ხსენების დღეს აღნიშნავსSputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარშიღირსი სისოჲ დიდიღირსმა სისოჲ დიდმა ადრეულ სიჭაბუკეში დატოვა ეს სოფელი და ეგვიპტის უდაბნოში, ანტონი დიდის (ხს. 17 იანვარს) მოსაგრეობის ადგილას მოღვაწეობდა სამოცზე მეტი წლის განმავლობაში. დაუცხრომელი მარხვით, ლოცვითა და მღვიძარებით მან სრულიად განიწმიდა სული და უფლისაგან სასწაულთქმედების, მკვდართა აღდგინებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭიც მიემადლა.წმიდა მოწამენი მარინი, მართა, ავდიფაქსი, ამბაკუმი, კვირინე, ვალენტინე ხუცესი, ასტერიოსი და სხვა მრავალნი, რომში წამებულნიწმიდა მოწამენი მარინი, მართა, ავდიფაქსი, ამბაკუმი, კვირინე, ვალენტინე ხუცესი, ასტერიოსი და სხვა მრავალნი, რომში წამებულნი. იმპერატორ კლავდიუს II-ის (268-270) მეფობაში წმიდა მარინი მეუღლე მართასთან და ვაჟიშვილებთან - ავდიფაქსთან და ამბაკუმთან ერთად სპარსეთიდან რომში წავიდა წმიდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს საფლავთა თაყვანსაცემად. ამ დროს რომში ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო, მართლმორწმუნეებს აპატიმრებდნენ, აწამებდნენ, სიკვდილით სჯიდნენ... მარინმა ცოლ-შვილთან ერთად პყრობილ ქრისტიანთა მსახურება და წმიდა მოწამეთა გვამების დაფლვა იტვირთა. როცა სოლარის გზასთან მიწის სათხრელად გაგზავნილი ორასსამოცი ქრისტიანი, მათ შორის ტრიბუნი ვლასტიც მოკლეს. წმიდანთა ოჯახი ხუცეს იოანესთან ერთად ღამღამობით უჩუმრად მიასვენებდა მარტვილთა ცხედრებს კატაკომბებში და პატივით კრძალავდა. საპყრობილეში მიბრუნებისას მათ შეიტყვეს, რომ წინა დღეს სიკვდილით დაესაჯათ ტყვე კვირინე, რომელსაც სიყვარულით ემსახურებოდნენ ქრისტესთვის დათმენილი მრავალგვარი სატანჯველის გამო. ნეტარმა მოღვაწეებმა მოძებნეს და მიწას მიაბარეს მისი ცხედარი. ამის შემდეგ მარინი, მართა და მისი ძენი მდევრებს განერიდნენ, მაგრამ უფალმა ისურვა, მოწამეობრივი აღსასრულით გაებრწყინებინა თავისი სათნომყოფელნი. წარმართებმა თავი მოჰკვეთეს ქრისტეს მხნე აღმსარებელს, საკვირველთმოქმედ ხუცეს ვალენტინეს, დიდებულ კარისკაც ასტერიოსს. სიკვდილით დასაჯეს მათთან თავშეფარებული სპარსელი მოღვაწეებიც: მარინი, ავდიფაქსი და ამბაკუმი. წმიდა მართა მდინარეში დაახრჩვეს (+269).წმიდა მოწამე ისავრე დიაკონი, ინოკენტი, ფელიქსი, ერმი, ბასილი, პერეგრინე და ორნი ქალაქის მთავარნი - რუფოსი და რუფინეწმიდა მოწამენი ისავრე დიაკონი, ინოკენტი, ფელიქსი, ერმი, ბასილი და პერეგრინე ქრისტეს აღსარებისთვის მაკედონიის ქალაქ აპოლონიაში ეწამნენ იმპერატორ ნუმერიანეს (283-284) დროს. მათთან ერთად თავები მოკვეთეს ქალაქის მთავრებს - რუფოსსა და რუფინეს.წმიდა მოწამე კოინტე ფრიგიელიწმიდა მოწამე კოინტე ფრიგიაში დაიბადა,ქრისტიანმა მშობლებმა იგი კეთილმსახურებით აღზარდეს. ნეოლიდაში ჩასული წმინდანი მრავალ ქველისსაქმეს აღასრულებდა და ეშმაკეულებს ლოცვით კურნავდა. ოლქის მმართველი რუფოსი შეეცადა, წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეთანხმებინა წმიდანი, მაგრამ, ღვთის განგებით, მმართველი ბოროტმა სულმა შეიპყრო. ნეტარმა კოინტემ ქრისტეს სახელით განკურნა იგი. მომხდარით სულშეძრულმა და მადლიერებით აღვსილმა რუფოსმა უფლის რჩეული დაასაჩუქრა და გაათავისუფლა.წმიდა მოღვაწე პერგამონისკენ გაემართა. გზაზე იგი ქალაქ კიმის მკვიდრმა წარმართებმა შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისთვის აწამეს. კოინტეს თავად უფალი გამოესარჩლა: მიწა ისე ძლიერ შეირყა, რომ წარმართული საკერპო ნამსხვრევებად იქცა. დამფრთხალმა ღვთისმგმობელებმა წამება შეწყვიტეს, მაგრამ ახალი მმართველის, კლეარქის ჩასვლამდე მაინც ბორკილებში ამყოფებდნენ აღმსარებელს. კლეარქმა ბრძანა, მუხლები გადაემსხვრიათ მისთვის, მაგრამ, სულიწმიდის მადლით, ნეტარი სასწაულებრივ განიკურნა წყლულებისაგან. ამის შემდეგ წმიდა კოინტემ კიდევ ათი წელი იცხოვრა და მრავალი სასწაულიც აღასრულა, 283 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.წმიდა მოწამე ლუკია ქალწული და მის თანა მოწამენი: რიქსე, ანტონი, ლუკიანე, ისიდორე, დიონი, დიოდორე, ქუთონიოსი, არონოსე, კაპიკე და სატურილუკია ქალწულს, რიქსეს, ანტონის, ლუკიანეს, ისიდორეს, დიონს, დიოდორეს, ქუთონიოსს, არონოს, კაპიკეს და სატურს იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტესმოძულე რომაელი პრეფექტის, ელიუსის ბრძანებით, თავები მოჰკვეთეს. მათ შემდეგ მოისრნენ მახვილით წმიდა მოწამენი: ანტონი, ლუკიანე, ისიდორე, დიონი, დიოდორე, ქუთონიოსი, არონოსი, კაპიკე და სატური (+301).მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380135_526:239:2863:1992_1920x0_80_0_0_658159be1c52be570360a74c3d9761d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, საქართველო, რელიგია, პრეს-რელიზები
საეკლესიო კალენდარი, საქართველო, რელიგია, პრეს-რელიზები
საეკლესიო კალენდარი: 19 ივლისი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 ივლისს ღირსი სისოჲ დიდის; მოწამეთა: მარინის, მართასი, ავდიფაქსის, ამბაკუმის, კვირინეს, ვალენტინე ხუცის, ასტერისა და სხვა მრავალთა რომში წამებულთა
ასევე მოწამეთა: ისავრე დიაკონის, ინოკენტის, ფილიქსის, ერმის, ბასილის, პერეგრინეს, რუფეს და რუფინეს, მოწამისა კოინტე ფრიგიელის, მოწამისა ლუკი ქალწულისა და მისთანა მოწამეთა: რიქსეს, ანტონის, ლუკიანეს, ისიდორეს, დიონის, დიოდორეს, ქუთონის, არონის, კაპიკეს და სატურის ხსენების დღეს აღნიშნავს
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
ღირსმა სისოჲ დიდმა ადრეულ სიჭაბუკეში დატოვა ეს სოფელი და ეგვიპტის უდაბნოში, ანტონი დიდის (ხს. 17 იანვარს) მოსაგრეობის ადგილას მოღვაწეობდა სამოცზე მეტი წლის განმავლობაში. დაუცხრომელი მარხვით, ლოცვითა და მღვიძარებით მან სრულიად განიწმიდა სული და უფლისაგან სასწაულთქმედების, მკვდართა აღდგინებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭიც მიემადლა.
წმიდა მოწამენი მარინი, მართა, ავდიფაქსი, ამბაკუმი, კვირინე, ვალენტინე ხუცესი, ასტერიოსი და სხვა მრავალნი, რომში წამებულნი
წმიდა მოწამენი მარინი, მართა, ავდიფაქსი, ამბაკუმი, კვირინე, ვალენტინე ხუცესი, ასტერიოსი და სხვა მრავალნი, რომში წამებულნი. იმპერატორ კლავდიუს II-ის (268-270) მეფობაში წმიდა მარინი მეუღლე მართასთან და ვაჟიშვილებთან - ავდიფაქსთან და ამბაკუმთან ერთად სპარსეთიდან რომში წავიდა წმიდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს საფლავთა თაყვანსაცემად. ამ დროს რომში ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო, მართლმორწმუნეებს აპატიმრებდნენ, აწამებდნენ, სიკვდილით სჯიდნენ... მარინმა ცოლ-შვილთან ერთად პყრობილ ქრისტიანთა მსახურება და წმიდა მოწამეთა გვამების დაფლვა იტვირთა. როცა სოლარის გზასთან მიწის სათხრელად გაგზავნილი ორასსამოცი ქრისტიანი, მათ შორის ტრიბუნი ვლასტიც მოკლეს. წმიდანთა ოჯახი ხუცეს იოანესთან ერთად ღამღამობით უჩუმრად მიასვენებდა მარტვილთა ცხედრებს კატაკომბებში და პატივით კრძალავდა. საპყრობილეში მიბრუნებისას მათ შეიტყვეს, რომ წინა დღეს სიკვდილით დაესაჯათ ტყვე კვირინე, რომელსაც სიყვარულით ემსახურებოდნენ ქრისტესთვის დათმენილი მრავალგვარი სატანჯველის გამო. ნეტარმა მოღვაწეებმა მოძებნეს და მიწას მიაბარეს მისი ცხედარი. ამის შემდეგ მარინი, მართა და მისი ძენი მდევრებს განერიდნენ, მაგრამ უფალმა ისურვა, მოწამეობრივი აღსასრულით გაებრწყინებინა თავისი სათნომყოფელნი. წარმართებმა თავი მოჰკვეთეს ქრისტეს მხნე აღმსარებელს, საკვირველთმოქმედ ხუცეს ვალენტინეს, დიდებულ კარისკაც ასტერიოსს. სიკვდილით დასაჯეს მათთან თავშეფარებული სპარსელი მოღვაწეებიც: მარინი, ავდიფაქსი და ამბაკუმი. წმიდა მართა მდინარეში დაახრჩვეს (+269).
წმიდა მოწამე ისავრე დიაკონი, ინოკენტი, ფელიქსი, ერმი, ბასილი, პერეგრინე და ორნი ქალაქის მთავარნი - რუფოსი და რუფინე
წმიდა მოწამენი ისავრე დიაკონი, ინოკენტი, ფელიქსი, ერმი, ბასილი და პერეგრინე ქრისტეს აღსარებისთვის მაკედონიის ქალაქ აპოლონიაში ეწამნენ იმპერატორ ნუმერიანეს (283-284) დროს. მათთან ერთად თავები მოკვეთეს ქალაქის მთავრებს - რუფოსსა და რუფინეს.
წმიდა მოწამე კოინტე ფრიგიელი
წმიდა მოწამე კოინტე ფრიგიაში დაიბადა,ქრისტიანმა მშობლებმა იგი კეთილმსახურებით აღზარდეს. ნეოლიდაში ჩასული წმინდანი მრავალ ქველისსაქმეს აღასრულებდა და ეშმაკეულებს ლოცვით კურნავდა. ოლქის მმართველი რუფოსი შეეცადა, წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეთანხმებინა წმიდანი, მაგრამ, ღვთის განგებით, მმართველი ბოროტმა სულმა შეიპყრო. ნეტარმა კოინტემ ქრისტეს სახელით განკურნა იგი. მომხდარით სულშეძრულმა და მადლიერებით აღვსილმა რუფოსმა უფლის რჩეული დაასაჩუქრა და გაათავისუფლა.
წმიდა მოღვაწე პერგამონისკენ გაემართა. გზაზე იგი ქალაქ კიმის მკვიდრმა წარმართებმა შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისთვის აწამეს. კოინტეს თავად უფალი გამოესარჩლა: მიწა ისე ძლიერ შეირყა, რომ წარმართული საკერპო ნამსხვრევებად იქცა. დამფრთხალმა ღვთისმგმობელებმა წამება შეწყვიტეს, მაგრამ ახალი მმართველის, კლეარქის ჩასვლამდე მაინც ბორკილებში ამყოფებდნენ აღმსარებელს. კლეარქმა ბრძანა, მუხლები გადაემსხვრიათ მისთვის, მაგრამ, სულიწმიდის მადლით, ნეტარი სასწაულებრივ განიკურნა წყლულებისაგან. ამის შემდეგ წმიდა კოინტემ კიდევ ათი წელი იცხოვრა და მრავალი სასწაულიც აღასრულა, 283 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოწამე ლუკია ქალწული და მის თანა მოწამენი: რიქსე, ანტონი, ლუკიანე, ისიდორე, დიონი, დიოდორე, ქუთონიოსი, არონოსე, კაპიკე და სატური
ლუკია ქალწულს, რიქსეს, ანტონის, ლუკიანეს, ისიდორეს, დიონს, დიოდორეს, ქუთონიოსს, არონოს, კაპიკეს და სატურს იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტესმოძულე რომაელი პრეფექტის, ელიუსის ბრძანებით, თავები მოჰკვეთეს. მათ შემდეგ მოისრნენ მახვილით წმიდა მოწამენი: ანტონი, ლუკიანე, ისიდორე, დიონი, დიოდორე, ქუთონიოსი, არონოსი, კაპიკე და სატური (+301).
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით