https://sputnik-georgia.com/20240719/mediapropesionalebi-sputnikpro-specialistebsgan-swavloben-289091305.html
ექვსი ქვეყნის მედიაპროფესიონალები SputnikPro-ს საუკეთესო სპეციალისტებთან სწავლობენ
ექვსი ქვეყნის მედიაპროფესიონალები SputnikPro-ს საუკეთესო სპეციალისტებთან სწავლობენ
Sputnik საქართველო
მოდულის პროგრამა „SputnikPro ზუბოვსკიზე “ გაჯერებული იყო მასტერკლასებითა და ლექციებით, რომლებსაც ატარებდნენ საერთაშორისო მედიაჯგუფის „როსია სეგოდნიას" წამყვანი... 19.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-19T20:10+0400
2024-07-19T20:10+0400
2024-07-19T21:04+0400
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო
საზოგადოება
sputnik pro
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/13/289085130_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_6e3003bd83bf7353d0b0a7d5d3b3c66b.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას" მთავარ ოფისში 15-19 ივლისის პერიოდში მეზობელი ქვეყნების ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეებისთვის პროექტ „SputnikPro ზუბოვსკისზე" მორიგი მოდული გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ისინი არა მხოლოდ თეორიულად დაეუფლნენ ახალ ცოდნას, არამედ ჰქონდათ მისი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, ყირგიზეთისა და უზბეკეთის 12 წარმომადგენელმა. მათი უმეტესობა, მათ შორის ჟურნალისტი, რუსული ენის შემსწავლელი ცენტრ „ანბანის“ თანამშრომელი ნინო ჯაფარიძე, ყაზახური ტელეარხის 24KZ-ის საქართველოს წარმომადგენლობის ოპერატორი შალვა სურამელაშვილი და ფოტოგრაფი მაია ხვედელიძე პროექტში უკვე მეორედ მონაწილეობენ. წარმატების საიდუმლო პროექტი „SputnikPro ზუბოვსკიზე“ პირველად 2023 წელს გაიმართა. უცხოელი სტუმრები მოსკოვში სასწავლებლად საერთაშორისო მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას" მთავარ ოფისში მიიწვიეს. გასულ წელს ტრენინგი მეზობელი ქვეყნებიდან 48 ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ გაიარა. ნინო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ შარშანდელმა კურსმა „SputnikPro ზუბოვსკიზე“ იგი შთააგონა და მოქმედების მოტივაცია მისცა. „დავრწმუნდი, რომ როცა არ დაიზარებ და იმოქმედებ, ამ საქმეს აუცილებლად ექნება შედეგი. ამჯერად ჩამოვედი იმისთვის, რომ დავიმუხტო ენერგიით, რაც საკმარისი იქნება კიდევ ერთი წლის პროდუქტიული მუშაობისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ Sputnik-ის კორესპონდენტთან.2024 წლის პროგრამა გულისხმობს უკვე მიღებული ცოდნის გაფართოებას და ასევე მის პრაქტიკაში გამოყენებას. მაისში, ივნისსა და ივლისში მასში 36-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.მოდულის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მედიაჯგუფის სპეციალისტების მიერ წამოყენებული ძირითადი თემები ეხებოდა Telegram-სა და სოციალურ ქსელებში მუშაობას, მედიაკონტენტის ვიზუალურ კომპონენტს, ინფოგრაფიკის შექმნის ინსტრუმენტებს, ნეიროქსელებსა და ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის ეთიკას.არხ „Sputnik Ближнее зарубежье"-ს მთავარმა რედაქტორმა ალექსანდრ სამოხვალოვმა წაიკითხა ლექცია Telegram-ის არხების მართვის შესახებ. მან დამსწრეთ გაუზიარა თავისი გამოცდილება და რჩევები კონტენტის შექმნის შესახებ, რომელსაც შეუძლია მიიპყროს და შეინარჩუნოს აუდიტორიის ყურადღება მესენჯერში მედიას შორის მზარდი კონკურენციის პირობებში. ვიდეომონტაჟის სპეციალისტმა დმიტრი ბუდანცევმა მონაწილეებს უჩვენა თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ვიდეოდა დინამიური მასალის შექმნა, რომელსაც სოციალურ ქსელში ბევრი „ნახვა" ექნება. მან ჩაატარა დეტალური მასტერკლასები, სადაც მონაწილეებმა ისწავლეს ვიდეომასალებთან მუშაობა, მათი ხარისხის გაუმჯობესება და დასამახსოვრებელი სიუჟეტების შექმნა.მედიის მომავალინეიროქსელების სპეციალისტმა ალექსანდრ პეტროვმა წარადგინა თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობები. მან პროექტის მონაწილეებს ურჩია რიგი რესურსები, რომლითაც შესაძლებელია არა მხოლოდ ტექსტების დაწერა, არამედ ვიდეოკლიპების შექმნა და ვიდეოების ავტომატურად დუბლირება უცხო ენებზე. გარდა ამისა, ლექციის დროს მონაწილეებმა შექმნეს პირველი „telegram-ბოტი".ამ ტექნოლოგიებს შეუძლია მნიშვნელოვნად გაამარტივოს სხვადასხვა პლატფორმისთვის კონტენტის ადაპტაციის პროცესი და დაზოგოს დრო, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი მასალების შესაქმნელად. მონაწილეებს ასევე წარუდგინეს ვირტუალური წამყვანი ვიქტორიას პროექტი, რომელიც შექმნილია ნეიროქსელების გამოყენებით. ვირტუალური წამყვანები უკვე აქტიურად გამოიყენება მთელ რიგ გლობალურ მედიაში და ეს ტენდენცია სულ უფრო იზრდება. წამყვანმა ვიქტორია ფედოროვამ, რომელიც ვირტუალური ვიქტორიას პროტოტიპი გახდა, პროექტის მონაწილეებს პირდაპირ ეთერში მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი სხვადასხვა ტიპის სპიკერებთან, რა უნდა გააკეთონ უჩვეულო სიტუაციებში და როგორ დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია საუბრის დროს. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჩაეწერათ მინი-ინტერვიუ ვიქტორიასთან, რაც ბევრისთვის სასარგებლო და პრაქტიკული გამოცდილება გახდა.შთაბეჭდილებებით სავსემნიშვნელოვანი მოვლენა იყო ცნობილი ტელეწამყვან არმენ გასპარიანის ლექცია, რომელმაც მონაწილეებთან ერთად იმსჯელა ჟურნალისტიკის თანამედროვე გამოწვევებსა და ინდივიდის როლზე მედიაში. მან ხაზი გაუსვა ჟურნალისტების ადაპტაციის მნიშვნელობას სწრაფად ცვალებად მედიასივრცეში და ახალ გამოწვევებზე სწრაფი რეაგირების უნარს. გარდა ამისა, არმენ გასპარიანის გამოსვლა, როგორც ყოველთვის, სავსე იყო მწვავე და აქტუალური თემებით. მან დამსწრეთ საკუთარი პოზიცია გაუზიარა აშშ-სა და სომხეთში ბოლო პერიოდში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.პროექტმა ზოგიერთ მონაწილეს საშუალება მისცა ცხოვრებაში პირველად წვეოდა მოსკოვს, ისინი მოიხიბლნენ ქალაქის სილამაზითა და სისუფთავით, არქიტექტურული ძეგლებით, მოსკოველთა სტუმართმოყვარეობით, აქტიურობითა და სიცოცხლისადმი სიყვარულით.პროგრამის დასკვნითი დღე სერტიფიკატების გადაცემით და სადღესასწაულო ფურშეტით დასრულდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/13/289085130_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_c1c3c180218c769e4c48d1a3f2731a38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, საზოგადოება, sputnik pro, ახალი ამბები
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, საზოგადოება, sputnik pro, ახალი ამბები
ექვსი ქვეყნის მედიაპროფესიონალები SputnikPro-ს საუკეთესო სპეციალისტებთან სწავლობენ
20:10 19.07.2024 (განახლებულია: 21:04 19.07.2024) მოდულის პროგრამა „SputnikPro ზუბოვსკიზე “ გაჯერებული იყო მასტერკლასებითა და ლექციებით, რომლებსაც ატარებდნენ საერთაშორისო მედიაჯგუფის „როსია სეგოდნიას" წამყვანი სპეციალისტები.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას" მთავარ ოფისში 15-19 ივლისის პერიოდში მეზობელი ქვეყნების ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეებისთვის პროექტ „SputnikPro ზუბოვსკისზე" მორიგი მოდული გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ისინი არა მხოლოდ თეორიულად დაეუფლნენ ახალ ცოდნას, არამედ ჰქონდათ მისი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.
პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, ყირგიზეთისა და უზბეკეთის 12 წარმომადგენელმა. მათი უმეტესობა, მათ შორის ჟურნალისტი, რუსული ენის შემსწავლელი ცენტრ „ანბანის“ თანამშრომელი ნინო ჯაფარიძე, ყაზახური ტელეარხის 24KZ-ის საქართველოს წარმომადგენლობის ოპერატორი შალვა სურამელაშვილი და ფოტოგრაფი მაია ხვედელიძე პროექტში უკვე მეორედ მონაწილეობენ.
პროექტი „SputnikPro ზუბოვსკიზე“ პირველად 2023 წელს გაიმართა. უცხოელი სტუმრები მოსკოვში სასწავლებლად საერთაშორისო მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას" მთავარ ოფისში მიიწვიეს. გასულ წელს ტრენინგი მეზობელი ქვეყნებიდან 48 ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ გაიარა.
ნინო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ შარშანდელმა კურსმა „SputnikPro ზუბოვსკიზე“ იგი შთააგონა და მოქმედების მოტივაცია მისცა.
„დავრწმუნდი, რომ როცა არ დაიზარებ და იმოქმედებ, ამ საქმეს აუცილებლად ექნება შედეგი. ამჯერად ჩამოვედი იმისთვის, რომ დავიმუხტო ენერგიით, რაც საკმარისი იქნება კიდევ ერთი წლის პროდუქტიული მუშაობისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ Sputnik-ის კორესპონდენტთან.
2024 წლის პროგრამა გულისხმობს უკვე მიღებული ცოდნის გაფართოებას და ასევე მის პრაქტიკაში გამოყენებას. მაისში, ივნისსა და ივლისში მასში 36-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
„გასული წელი ძალიან საინტერესო იყო, ამიტომ, როდესაც ელ.ფოსტით მივიღე მოწვევა, რომ კვლავ მიმეღო პროექტში მონაწილეობა, მაშინვე დავთანხმდი“, - განუცხადა მაია ხვედელიძემ Sputnik-ის კორესპონდენტს.
მოდულის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მედიაჯგუფის სპეციალისტების მიერ წამოყენებული ძირითადი თემები ეხებოდა Telegram-სა და სოციალურ ქსელებში მუშაობას, მედიაკონტენტის ვიზუალურ კომპონენტს, ინფოგრაფიკის შექმნის ინსტრუმენტებს, ნეიროქსელებსა და ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის ეთიკას.
არხ „Sputnik Ближнее зарубежье"-ს მთავარმა რედაქტორმა ალექსანდრ სამოხვალოვმა წაიკითხა ლექცია Telegram-ის არხების მართვის შესახებ. მან დამსწრეთ გაუზიარა თავისი გამოცდილება და რჩევები კონტენტის შექმნის შესახებ, რომელსაც შეუძლია მიიპყროს და შეინარჩუნოს აუდიტორიის ყურადღება მესენჯერში მედიას შორის მზარდი კონკურენციის პირობებში.
ვიდეომონტაჟის სპეციალისტმა დმიტრი ბუდანცევმა მონაწილეებს უჩვენა თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ვიდეოდა დინამიური მასალის შექმნა, რომელსაც სოციალურ ქსელში ბევრი „ნახვა" ექნება. მან ჩაატარა დეტალური მასტერკლასები, სადაც მონაწილეებმა ისწავლეს ვიდეომასალებთან მუშაობა, მათი ხარისხის გაუმჯობესება და დასამახსოვრებელი სიუჟეტების შექმნა.
ნეიროქსელების სპეციალისტმა ალექსანდრ პეტროვმა წარადგინა თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობები. მან პროექტის მონაწილეებს ურჩია რიგი რესურსები, რომლითაც შესაძლებელია არა მხოლოდ ტექსტების დაწერა, არამედ ვიდეოკლიპების შექმნა და ვიდეოების ავტომატურად დუბლირება უცხო ენებზე. გარდა ამისა, ლექციის დროს მონაწილეებმა შექმნეს პირველი „telegram-ბოტი".
ამ ტექნოლოგიებს შეუძლია მნიშვნელოვნად გაამარტივოს სხვადასხვა პლატფორმისთვის კონტენტის ადაპტაციის პროცესი და დაზოგოს დრო, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი მასალების შესაქმნელად.
მონაწილეებს ასევე წარუდგინეს ვირტუალური წამყვანი ვიქტორიას პროექტი, რომელიც შექმნილია ნეიროქსელების გამოყენებით. ვირტუალური წამყვანები უკვე აქტიურად გამოიყენება მთელ რიგ გლობალურ მედიაში და ეს ტენდენცია სულ უფრო იზრდება.
„მომეწონა ლექციები საავტორო უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ. მაგალითად, ჩვენ გავერკვიეთ ნეიროქსელებში მულტიმედიური მასალების გენერაციაში. შარშანდელთან შედარებით წელს უფრო პრაქტიკული მეცადინეობები იყო“, - განაცხადა შალვა სურამელაშვილმა Sputnik-თან ინტერვიუში.
წამყვანმა ვიქტორია ფედოროვამ, რომელიც ვირტუალური ვიქტორიას პროტოტიპი გახდა, პროექტის მონაწილეებს პირდაპირ ეთერში მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი სხვადასხვა ტიპის სპიკერებთან, რა უნდა გააკეთონ უჩვეულო სიტუაციებში და როგორ დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია საუბრის დროს. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჩაეწერათ მინი-ინტერვიუ ვიქტორიასთან, რაც ბევრისთვის სასარგებლო და პრაქტიკული გამოცდილება გახდა.
მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ცნობილი ტელეწამყვან არმენ გასპარიანის ლექცია, რომელმაც მონაწილეებთან ერთად იმსჯელა ჟურნალისტიკის თანამედროვე გამოწვევებსა და ინდივიდის როლზე მედიაში. მან ხაზი გაუსვა ჟურნალისტების ადაპტაციის მნიშვნელობას სწრაფად ცვალებად მედიასივრცეში და ახალ გამოწვევებზე სწრაფი რეაგირების უნარს.
გარდა ამისა, არმენ გასპარიანის გამოსვლა, როგორც ყოველთვის, სავსე იყო მწვავე და აქტუალური თემებით. მან დამსწრეთ საკუთარი პოზიცია გაუზიარა აშშ-სა და სომხეთში ბოლო პერიოდში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.
პროექტმა ზოგიერთ მონაწილეს საშუალება მისცა ცხოვრებაში პირველად წვეოდა მოსკოვს, ისინი მოიხიბლნენ ქალაქის სილამაზითა და სისუფთავით, არქიტექტურული ძეგლებით, მოსკოველთა სტუმართმოყვარეობით, აქტიურობითა და სიცოცხლისადმი სიყვარულით.
პროგრამის დასკვნითი დღე სერტიფიკატების გადაცემით და სადღესასწაულო ფურშეტით დასრულდა.