დუმაში უკრაინის ახალ საზღვაო სტრატეგიას ბარბაროსული უწოდეს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისახელმწიფო სათათბირო
სახელმწიფო სათათბირო - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2024
გამოწერა
თბილისი, 18 ივლისი − Sputnik. უკრაინის ახალ საზღვაო სტრატეგია ბარბაროსული სქემაა, განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა დმიტრი ბელიკმა.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რომლითაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა უკრაინის საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ. იგი გულისხმობს საზღვაო ძალების შექმნას ყველა ტიპის ჯარით, ნატოს ძალების მუდმივი ყოფნისუზრუნველყოფას შავ ზღვაში და ერთობლივი ან კოორდინირებული საზღვაო პატრულირების ორგანიზებას აზოვი-შავი ზღვის აუზში.

„ზელენსკიმ ახალი ბარბაროსული სქემა მოიფიქრა დასავლელი პარტნიორებისგან ფულის ამოსაქაჩად. მისი ჩანაფიქრით, ნატოს საზღვაო ძალების ერთობლივი კოალიცია, რამდენიმე უკრაინული კატარღით, უკრაინული საზღვაო მისია უნდა გახდეს“, − ციტირებს „რია ნოვოსტი“ ბელიკს.

მისი თქმით, უკრაინის საზღვაო ძალები ჯერ კიდევ 2022 წელს განადგურდა, ხოლო რაც ახლა არსებობს − ეს „ნავების ფლოტილიაა“, რომლის მიმაგრებაც სურს ზელენსკის ნატოს საზღვაო მისიაზე. თუმცა, როგორც ბელიკს მიაჩნია, დასავლელ პარტნიორებს არც თავიანთი გემების გაგზავნა სურთ მეომარ რეგიონში და, მით უმეტეს, არც ვინმესთვის ბრძოლა.
ყველა ახალი ამბავი
0