საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2024
გამოწერა
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 2024 წლის მაისში დატოვა.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილი აირჩია.
გაბიტაშვილს ხმა 80-მა დეპუტატმა მისცა.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 2024 წლის მაისში დატოვა.
გიორგი გაბიტაშვილი კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი“ და აკადემიური და იურიდიული წრეების წევრებმა წარადგინეს.
კანონის თანახმად, გაბიტაშვილის გენპროკურორის პოსტს ექვსი წლის განმავლობაში დაიკავებს.
ოპოზიციური პარტიებიდან სხდომას ესწრებოდნენ მხოლოდ „ევროპელი სოციალისტები“ და „გირჩი“.
ის რომ პარლამენტის სხდომას არ ესწრება ოპოზიციის დიდი ნაწილი, ადასტურებს იმას, რომ მათ არანაირი კითხვები არ გააჩნიათ გაბიტაშვილთან, განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
„ეს მიანიშნებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ბატონ გიორგის განვლილი პროფესიული საქმიანობა მას განხორციელებული აქვს კეთილსინდისიერად და მისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც ქმნის საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მივიღოთ შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
დეპუტატებს, რომლებიც არ ესწრებოდნენ პროკურორის არჩევას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცნობილი ადამიანები უწოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა, მამუკა მდინარაძის თქმით, პატიოსნება და პროფესიონალიზმი არის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის პოსტზე აირჩიეს.
„მისი შერჩევის კრიტერიუმი, ბუნებრივია, არის პროფესიონალიზმი, პატიოსნება... გულწრფელად მოხარული ვარ, რომ საპროკურორო საბჭომ მისი კანდიდატურა წარმოადგინა, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გაგვჭირვებია შემდეგ გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მან გაბიტაშვილს წარმატება უსურვა.
„დარწმუნებული ვარ, იქნება კარგი გენერალური პროკურორი“, - განაცხადა მდინარაძემ.
გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა.
ის გენერალურ პროკურატურაში 2007 წლიდან მუშაობს. 2005 წლიდან 2007 წლამდე თბილისისა და მცხეთის პროკურატურებში სტაჟირების შემდეგ, 2007 წელს იყო პროკურორი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.
2009 წელს გახდა ამ პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, სადაც 2013 წლამდე მუშაობდა.
2013 წელს, 14 იანვრიდან 13 ივნისის ჩათვლით, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად.
ყველა ახალი ამბავი
0