https://sputnik-georgia.com/20240718/qartulma-ocnebam-oponentebi-gaafrtxila-289070222.html
„ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტები გააფრთხილა
„ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტები გააფრთხილა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით ახმოვანებს მხოლოდ იმას, რაც ისედაც ხელმისაწვდომია ღია წყაროებში, განაცხადა მამუკა მდინარაძემ 18.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-18T17:49+0400
2024-07-18T17:49+0400
2024-07-18T17:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041465_0:24:1280:744_1920x0_80_0_0_f1eb0bf93c6977eb5a53d6f36656ec79.jpg
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შეუძლია საზოგადოებას მეტი სიმართლე უთხრას და ამით დიდი სკანდალი გამოიწვიოს, ამიტომ უკეთესია ხელისუფლების ოპონენტებმა სიფრთხილე გამოიჩინონ, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საზოგადოებას იმ საფრთხეების შესახებ უამბეს, რომლებიც „გლობალური ომის პარტიისგან“ მომდინარეობს. მათი თქმით, ესენი არიან გავლენიანი პოლიტიკოსები და სხვა ფიგურები საზღვარგარეთ, რომლებიც ცდილობენ საქართველო ჩაითრიონ ომში და გახსნან „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ.მისი თქმით, ამ ქვეყანაში ორი კატეგორიის ადამიანები არიან - ვისაც სჯერა, რომ საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ, და ვისაც სჯერა, რომ ეს თემა ხელისუფლების მოგონილი ამბავია.ლოგიკურია, რომ ყველა, ვინც რუსეთს გმობს უკრაინაში კონფლიქტის გამო, ემხრობოდეს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას. მაგრამ საქართველოსთვის ეს უკიდურესად სახიფათოა, ეს არის „აბსოლუტურად გაუმართლებელი და მოღალატეობრივი ნარატივი“, აღნიშნა მან.რატომ უნდა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება? ივანიშვილის განმარტება>>როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით ახმოვანებს მხოლოდ იმას, რაც ისედაც ხელმისაწვდომია ღია წყაროებში, და რისკენ არაერთხელ მოუწოდებდნენ უკრაინელი მაღალჩინოსნები და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები - ბომბების ცეცხლისა და დაკარგული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებისკენ.საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მაშინდელმა მდივანმა ალექსი დანილოვმა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა. ნინო ლომჯარიამ, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის პოსტი ეკავა, 2022 წელს განაცხადა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმას ბომბების ცეცხლს ამჯობინებს.საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. ამავდროულად, საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.მდინარაძის თქმით, „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დიდი სიამოვნებით ისაუბრებდა არა ომისა და საფრთხეების თემაზე, არამედ 12 წლიანი პერიოდის ეკონომიკურ მიღწევებზე, რომლებიც ბევრად აღემატება წინა ხელისუფლების მიღწევებს.როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპონენტების მხრიდან არანაირი საუბარი არ იქნება ეკონომიკურ ან სოციალურ თემებზე, მათი კამპანია თავიდან ბოლომდე ცრუ ნარატივზე იქნება აგებული.„ამაზე საუბარი არ იქნება წელს, როგორც ჩანს, პირველ რიგში მათი მხრიდან. მათ არცერთი თემის შინაარსში შესვლა არ აწყობთ, რადგან გაკეთებული [საქმეები] შთამბეჭდავია, ამაზე ლაპარაკი არ აწყობთ“, - განაცხადა მდინარაძემ.პოლიტიკოსის თქმით, წინასწარ არის შესაძლებელი პროგნოზირება ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის, რომელიც იქნება აბსოლუტურად ცრუ ნარატივი, რომელიც უკავშირდება „გამჭვირვალობის“ კანონის მიღებას, რომელსაც ოპოზიცია „რუსულს“ უწოდებს.„სიტყვა „რუსულს“ ახსენებენ იმდენჯერ, რომ ვერ დავთვლით. მეტი სალაპარაკო მათ არ ექნებათ. 30-დან სიღარიბე 12%-მდე ჩამოვიდა, მაგრამ 12% ამ ქვეყანაში 400.000 ადამიანზე მეტია და ეს 400 000 ადამიანი შეიძლება გაღიზიანდეს, რაზეც ისინი მუშაობენ“, - აღნიშნა მდინარაძემ.მისი თქმით, მომავალი წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულებრივი არ იქნება, სადაც საუბრობენ იმაზე, „ვინ უკეთესად განავითარებს ეკონომიკას, ვინ უკეთეს ავტობანს დააგებს“.„მართლაც გაცილებით დიდი მასშტაბის გამოწვევა გვაქვს, ვიდრე ინფრასტრუქტურული გამოწვევებია. ჩვენ რეალურად საფრთხის ქვეშ დავდექით, რომ ფიზიკური გადარჩენა პირველი პრიორიტეტი გახდა“, - განაცხადა მდინარაძემ.არჩევნები 2024საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041465_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_070b35fecb5553445bb0989fc4334c46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
„ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტები გააფრთხილა
საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით ახმოვანებს მხოლოდ იმას, რაც ისედაც ხელმისაწვდომია ღია წყაროებში, განაცხადა მამუკა მდინარაძემ
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შეუძლია საზოგადოებას მეტი სიმართლე უთხრას და ამით დიდი სკანდალი გამოიწვიოს, ამიტომ უკეთესია ხელისუფლების ოპონენტებმა სიფრთხილე გამოიჩინონ, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საზოგადოებას იმ საფრთხეების შესახებ უამბეს, რომლებიც „გლობალური ომის პარტიისგან“ მომდინარეობს. მათი თქმით, ესენი არიან გავლენიანი პოლიტიკოსები და სხვა ფიგურები საზღვარგარეთ, რომლებიც ცდილობენ საქართველო ჩაითრიონ ომში და გახსნან „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ.
„ჩვენ რაღაც ვთქვით და ბევრი არ გვითქვამს, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ისეთი რაღაცებიც, სიმართლე, რაც იქნება ძალიან დიდი სკანდალი. ღმერთმა არ ქნას ამისი ლაპარაკი მოგვიწიოს თავისი მტკიცებულებებით. ჩვენ რომ რაღაცებს ვუფრთხილდებით, უკეთესია, რომ მეორე მხარეც უფრთხილდებოდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ამ ქვეყანაში ორი კატეგორიის ადამიანები არიან - ვისაც სჯერა, რომ საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ, და ვისაც სჯერა, რომ ეს თემა ხელისუფლების მოგონილი ამბავია.
ლოგიკურია, რომ ყველა, ვინც რუსეთს გმობს უკრაინაში კონფლიქტის გამო, ემხრობოდეს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას. მაგრამ საქართველოსთვის ეს უკიდურესად სახიფათოა, ეს არის „აბსოლუტურად გაუმართლებელი და მოღალატეობრივი ნარატივი“, აღნიშნა მან.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით ახმოვანებს მხოლოდ იმას, რაც ისედაც ხელმისაწვდომია ღია წყაროებში, და რისკენ არაერთხელ მოუწოდებდნენ უკრაინელი მაღალჩინოსნები და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები - ბომბების ცეცხლისა და დაკარგული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებისკენ.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მაშინდელმა მდივანმა ალექსი დანილოვმა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა. ნინო ლომჯარიამ, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის პოსტი ეკავა, 2022 წელს განაცხადა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმას ბომბების ცეცხლს ამჯობინებს.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. ამავდროულად, საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
მდინარაძის თქმით, „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დიდი სიამოვნებით ისაუბრებდა არა ომისა და საფრთხეების თემაზე, არამედ 12 წლიანი პერიოდის ეკონომიკურ მიღწევებზე, რომლებიც ბევრად აღემატება წინა ხელისუფლების მიღწევებს.
„დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებდით სოციალურ და სხვა თემებზე, რადგან არ არსებობს სფერო, სადაც სამჯერ და ოთხჯერ მეტი არ გვაქვს გაკეთებული. გვაქვს იმდენად დიდი პროგრესი, რომ წინა ხელისუფლების ნამოქმედართან შედარება შეურაცხმყოფელია“, - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპონენტების მხრიდან არანაირი საუბარი არ იქნება ეკონომიკურ ან სოციალურ თემებზე, მათი კამპანია თავიდან ბოლომდე ცრუ ნარატივზე იქნება აგებული.
„ამაზე საუბარი არ იქნება წელს, როგორც ჩანს, პირველ რიგში მათი მხრიდან. მათ არცერთი თემის შინაარსში შესვლა არ აწყობთ, რადგან გაკეთებული [საქმეები] შთამბეჭდავია, ამაზე ლაპარაკი არ აწყობთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, წინასწარ არის შესაძლებელი პროგნოზირება ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის, რომელიც იქნება აბსოლუტურად ცრუ ნარატივი, რომელიც უკავშირდება „გამჭვირვალობის“ კანონის მიღებას, რომელსაც ოპოზიცია „რუსულს“ უწოდებს.
„სიტყვა „რუსულს“ ახსენებენ იმდენჯერ, რომ ვერ დავთვლით. მეტი სალაპარაკო მათ არ ექნებათ. 30-დან სიღარიბე 12%-მდე ჩამოვიდა, მაგრამ 12% ამ ქვეყანაში 400.000 ადამიანზე მეტია და ეს 400 000 ადამიანი შეიძლება გაღიზიანდეს, რაზეც ისინი მუშაობენ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, მომავალი წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულებრივი არ იქნება, სადაც საუბრობენ იმაზე, „ვინ უკეთესად განავითარებს ეკონომიკას, ვინ უკეთეს ავტობანს დააგებს“.
„მართლაც გაცილებით დიდი მასშტაბის გამოწვევა გვაქვს, ვიდრე ინფრასტრუქტურული გამოწვევებია. ჩვენ რეალურად საფრთხის ქვეშ დავდექით, რომ ფიზიკური გადარჩენა პირველი პრიორიტეტი გახდა“, - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.