პარლამენტის რიგგარეშე სესია: რას განიხილავენ დეპუტატები 18 ივლისს

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2024
გამოწერა
საკითხებს შორისაა გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურის განხილვა, ცვლილებები ტერორიზმისთვის მსჯავრდებულთა უფლებების დროებით შეზღუდვის შესახებ
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია, რომლის ფარგლებშიც იგეგმება გენერალური პროკურორის დამტკიცება, რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება და რიგ კანონებში ცვლილებების მიღება, ხუთშაბათს, 18 ივლისს იწყება.
სხდომამდე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, ერთდროულად ხუთი კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლებიც სხდომის დღის წესრიგის ძირითად საკითხებს განიხილავენ.
საკითხებს შორისაა გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურის განხილვა, ცვლილებები ტერორიზმისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დროებით შეზღუდვაზე, ხუთი საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება, ანგარიში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუშაობის შესახებ და სასურსათო საქონლის სტანდარტიზაციის ევროპული სისტემის პრიორიტეტის შესახებ კანონის მიღება.
19 ივლისს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს ფართომასშტაბიანი ამნისტიის პროექტს, რომელიც შეეხება საქართველოში პატიმრების 1/3-ს და პატიმრის 10% გათავისუფლების საშუალებას მისცემს. პროექტი საბოლოო სახით მიმდინარე წლის შემოდგომაზე დამტკიცდება.
ასევე დღის წესრიგშია საქართველოში თამბაქოს ნაწარმის წარმოებისთვის ლიცენზიების შემოღება.
როგორც მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პლენარული სხდომა 19 ივლისს დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0