პაპუაშვილი: ოპოზიცია ამნისტიის მხარდაჭერაზე უარის გამო ამომრჩევლებისგან პასუხს მიიღებს

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2024
გამოწერა
პარლამენტი 19 ივლისს პირველი მოსმენით განიხილავს მასშტაბური ამნისტიის პროექტს.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. ოპოზიცია თითქმის სრული შემადგენლობით ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის რიგგარეშე სესიას, ანუ ბოიკოტს უცხადებს ამნისტიას - ამის გამო ის პასუხს მიიღებს ქართველი ამომრჩევლებისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ დააინიცირა ამნისტიის პროექტი, რომელიც შეეხება მათ, ვინც 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით. წინასწარი მონაცემებით, ის არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან მკვლელობის, ნარკოგასაღების, სექსუალური დანაშაულის, ძარცვის, ტერორიზმის, კორუფციული და სამსახურებრივი დანაშაულისთვის, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის, კონვენციებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის, ადამიანებით ვაჭრობისა და მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებებისთვის.
„ოპოზიცია თითქმის სრული შემადგენლობით ბოიკოტს უცხადებს რიგგარეშე სესიას, ანუ ბოიკოტს უცხადებს ამნისტიას, რაც საინტერესოა, როგორც მოვლენა. რასაც ვაკვირდები, მგონი, თითქმის ყველა უცხადებს ბოიკოტს ამნისტიას. არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია. მივლენ ამომრჩევლებთან და ამაზე პასუხს მიიღებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციიდან სხდომას მხოლოდ „ევროპელი სოციალისტები“ და „გირჩი“ ესწრებოდნენ.
პარლამენტი 19 ივლისს პირველი მოსმენით განიხილავს მასშტაბური ამნისტიის პროექტს. საბოლოო სახით პროექტი შემოდგომაზე დამტკიცდება.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობის ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელთან მიახლოების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ მათი რაოდენობა უახლოეს მომავალში სერიოზულად შემცირდეს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2014 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 1-ელი ივნისისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.241 ადამიანი შეადგინა.
ამისკენ პირველი ნაბიჯი არის ამნისტია, რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, შეეხება დაახლოებით 10%-მდე პატიმარს დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით და, საერთო ჯამში, პატიმრების ერთ მესამედს სხვადასხვა ფორმით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 51-ე მუხლით ბრალდებულები ან მსჯავრდებულები, ამნისტიის კანონპროექტის მიხედვით, სრულად გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
გარდა გათავისუფლებისა, ამნისტია ასევე ითვალისწინებს სასჯელის ნახევრით, მეოთხედით ან მეექვსით შემცირებას, ასევე პირობითი სასჯელის შემცირებას ერთი წლით.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: ხმის მიცემის დეტალური ინსტრუქცია>>
ინიციატორების თქმით, ვადის ერთი მეექვსით შემცირება სსკ-ის 225 მუხლით იგეგმება.
2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0