მარნეულში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

© video: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2024
გამოწერა
„მერსედესის“ მარკის ავტომანქანა მდინარეში ჩავარდა
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება „ტვ პირველი“.
შემთხვევა დილით მოხდა. 53 წლის მამაკაცი, რომელიც ეპილეფსიით იყო დაავადებული, ავტომობილის მართვისას შეუძლოდ გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა. შედეგად „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა კოსტავას ქუჩაზე მდებარე სამხედრო ბაზასთან მდინარეში ჩავარდა.
მანქანა და შიგ მყოფი ცხედარი მდინარიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ყველა ახალი ამბავი
0