https://sputnik-georgia.com/20240717/vis-ar-sheexeba-amnistia-sia-cnobilia-289024360.html
ვის არ შეეხება ამნისტია: სრული სია ცნობილია
ვის არ შეეხება ამნისტია: სრული სია ცნობილია
Sputnik საქართველო
წინასწარი მონაცემებით, ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებული არიან მკვლელობის, ნარკორეალიზაციის, სექსუალური დანაშაულის, ტერორიზმის, ე.წ. „ქურდული... 17.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-17T16:51+0400
2024-07-17T16:51+0400
2024-07-17T16:51+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275208914_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_8b39e3efd39a4bacdd4a059e24e49c01.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ამნისტიის შესახებ კანონი არ შეეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის კორუფციული და სამოხელეო დანაშაულებისთვის გასამართლებულ პირებს, ნათქვამია „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში.პროექტის თანახმად, ამნისტია არ შეეხება არა მხოლოდ რიგი დანაშაულების ჩადენისთვის გასამართლებულ პირებს, არამედ მათაც, ვისაც ბრალად ედება ამ დანაშაულის ორგანიზება ან მცდელობა.პროექტის მიხედვით, ამნისტია არ გავრცელდება მკვლელობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, სხეულის მძიმე დაზიანების, თანხმობის გარეშე სტერილიზაციის, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობისთვის ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე.გარდა ამისა, ამნისტია არ გავრცელდება ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულით გათვალისწინებული მუხლებით, რომლების ასევე მოიცავს გაუპატიურებასა და სქესობრივი ხასიათის სხვაგვარ ქმედებას , ასევე „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ“, თავის 11 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებზე, რომელთა შორისაა წამება, მძევლებად ხელში ჩაგდება, ადამიანებით ვაჭრობა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა.ამინისტია ასევე არ შეეხება მათ, ვინც ბრალდებული ან მსჯავრდებული ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფასა და პირადი მიმოწერის საიდუმლოს დარღვევასთან დაკავშირებული ოთხი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში.არანაირი დათმობა არ იქნება მათ მიმართ, ვინც ბრალდებული ან მსჯავრდებულია არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაში, ხმების არასწორად დათვლაში ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამებაში, ასევე ყაჩაღობაში, გამოძალვაში, მითვისება ან გაფლანგვაში, რომელიც ჩადენილია დამამძიმებელი გარემოებებით, რიგ დანაშაულებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის წინააღმდეგ, რომელთა შორისაა „ქურდულ სამყაროს" წევრობასთან დაკავშირებული კანონის დარღვევა.სასჯელის ვადა არ შეუმცირდებათ არც ბანდიტიზმის, უკანონო ფორმირებების შექმნის, ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების ან ბლოკირების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიურად მონაწილეობის მუხლებით გასამართლებულ პირებს.ამნისტია ასევე არ გავრცელდება პირებზე, რომლებსაც ბრალი ედებათ ან გასამართლებული არიან დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია იარაღით უკანონო ვაჭრობასთან, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების და მარიხუანას რეალიზაციასთან, პროსტიტუციაში ჩაბმასთან, სექსუალური მიზნებით არასრულწლოვნისთვის შეხვედრის შეთავაზებასთან.ვადის შემცირებას არც ისინი უნდა ელოდნენ, როლებიც არიანბრალდებული და მსჯავრდებული ფრენების საერთაშორისო წესის დარღვევაში, ნებისმიერ სამსახურეობრივ დანაშაულში, დანაშაულში საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ, ტერორიზმსა და დანაშაულში კაცობრიობის წინააღმდეგ და სამართალდარღვევებში, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსის „ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის" თავი ითვალისწინებს.ამნისტია ასევე არ შეეხებათ მათ, ვინც ბრალდებული ან ნასამართლევია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, მიგრანტების უკანონო შემოყვანასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო შეცვლაში, ზემოქმედების განხორციელებაში გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე, პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაციაში, ციხიდან გაქცევასა და საპატიმროში აკრძალული საგნების შენახვაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275208914_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_2f8a4923867a856a962fc15538bef7b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, კანონმდებლობა, ახალი ამბები
ვის არ შეეხება ამნისტია: სრული სია ცნობილია
წინასწარი მონაცემებით, ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებული არიან მკვლელობის, ნარკორეალიზაციის, სექსუალური დანაშაულის, ტერორიზმის, ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და სხვა დანაშაულებებისთვის.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ამნისტიის შესახებ კანონი არ შეეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის კორუფციული და სამოხელეო დანაშაულებისთვის გასამართლებულ პირებს, ნათქვამია „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში.
პროექტის თანახმად, ამნისტია არ შეეხება არა მხოლოდ რიგი დანაშაულების ჩადენისთვის გასამართლებულ პირებს, არამედ მათაც, ვისაც ბრალად ედება ამ დანაშაულის ორგანიზება ან მცდელობა.
პროექტის მიხედვით, ამნისტია არ გავრცელდება მკვლელობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, სხეულის მძიმე დაზიანების, თანხმობის გარეშე სტერილიზაციის, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობისთვის ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე.
გარდა ამისა, ამნისტია არ გავრცელდება ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულით გათვალისწინებული მუხლებით, რომლების ასევე მოიცავს გაუპატიურებასა და სქესობრივი ხასიათის სხვაგვარ ქმედებას , ასევე „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ“, თავის 11 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებზე, რომელთა შორისაა წამება, მძევლებად ხელში ჩაგდება, ადამიანებით ვაჭრობა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა.
ამინისტია ასევე არ შეეხება მათ, ვინც ბრალდებული ან მსჯავრდებული ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფასა და პირადი მიმოწერის საიდუმლოს დარღვევასთან დაკავშირებული ოთხი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში.
არანაირი დათმობა არ იქნება მათ მიმართ, ვინც ბრალდებული ან მსჯავრდებულია არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაში, ხმების არასწორად დათვლაში ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამებაში, ასევე ყაჩაღობაში, გამოძალვაში, მითვისება ან გაფლანგვაში, რომელიც ჩადენილია დამამძიმებელი გარემოებებით, რიგ დანაშაულებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის წინააღმდეგ, რომელთა შორისაა „ქურდულ სამყაროს" წევრობასთან დაკავშირებული კანონის დარღვევა.
სასჯელის ვადა არ შეუმცირდებათ არც ბანდიტიზმის, უკანონო ფორმირებების შექმნის, ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების ან ბლოკირების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიურად მონაწილეობის მუხლებით გასამართლებულ პირებს.
ამნისტია ასევე არ გავრცელდება პირებზე, რომლებსაც ბრალი ედებათ ან გასამართლებული არიან დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია იარაღით უკანონო ვაჭრობასთან, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების და მარიხუანას რეალიზაციასთან, პროსტიტუციაში ჩაბმასთან, სექსუალური მიზნებით არასრულწლოვნისთვის შეხვედრის შეთავაზებასთან.
ვადის შემცირებას არც ისინი უნდა ელოდნენ, როლებიც არიანბრალდებული და მსჯავრდებული ფრენების საერთაშორისო წესის დარღვევაში, ნებისმიერ სამსახურეობრივ დანაშაულში, დანაშაულში საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ, ტერორიზმსა და დანაშაულში კაცობრიობის წინააღმდეგ და სამართალდარღვევებში, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსის „ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის" თავი ითვალისწინებს.
ამნისტია ასევე არ შეეხებათ მათ, ვინც ბრალდებული ან ნასამართლევია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, მიგრანტების უკანონო შემოყვანასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო შეცვლაში, ზემოქმედების განხორციელებაში გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე, პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაციაში, ციხიდან გაქცევასა და საპატიმროში აკრძალული საგნების შენახვაში.