თალაკვაძე: გენპროკურორობის კანდიდატს „ქართული ოცნების" მხარდაჭერა ექნება

© photo: Sputnik / Stringerარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2024
გამოწერა
გენერალური პროკურორობისთვის გაბიტაშვილს მხოლოდ დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენილი გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა პარლამენტის მხარდაჭერას მიიღებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენპროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარუდგინა - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მის კანდიდატურას 18 ივლისის რიგგარეშე სესიის ფარგლებში განიხილავს.
„შერჩევის პროცესი ჩატარდა წესების სრული დაცვით. კანდიდატი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმის, გამოცდილების, დამოუკიდებლობისა და კომპეტენციის საფუძველზე შეირჩა და ველოდები, რომ იგი პარლამენტისგან სრულ მხარდაჭერას მიიღებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
პლენარული სხდომა, რომელზეც საქართველოს პარლამენტი გენპროკურორის არჩევის საკითხს განიხილავს, ასევე 18 ივლისს გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, იგი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის გარეშე ჩატარდება.
გენერალური პროკურორობისთვის გაბიტაშვილს მხოლოდ დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება - „ქართულ ოცნებას" 83 დეპუტატი ჰყავს, რაც პროკურორის არჩევისთვის საკმარისია.
გიორგი გაბიტაშვილი კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი“ და აკადემიური და იურიდიული წრეების წევრებმა წარადგინეს.
გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა.
ის გენერალურ პროკურატურაში 2007 წლიდან მუშაობს. 2005 წლიდან 2007 წლამდე თბილისისა და მცხეთის პროკურატურებში სტაჟირების შემდეგ, 2007 წელს იყო პროკურორი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.
2009 წელს გახდა ამ პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, სადაც 2013 წლამდე მუშაობდა.
2013 წელს, 14 იანვრიდან 13 ივნისის ჩათვლით, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად.
ყველა ახალი ამბავი
0