https://sputnik-georgia.com/20240717/tailandma-saqartvelos-moqalaqeebistvis-vizebi-gaauqma-289051761.html
ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა
ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა
Sputnik საქართველო
უვიზო რეჟიმი 93 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა. 17.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-17T14:00+0400
2024-07-17T14:00+0400
2024-07-17T15:18+0400
საქართველო
ტაილანდი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24607/24/246072487_0:183:2993:1867_1920x0_80_0_0_ab78e9e420a42d28c309edf2eab57d25.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ტაილანდში საქართველოს მოქალაქეებითვის უვიზო რეჟიმი 15 ივლისიდან ამოქმედდა, იუწყება ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტრო.ტაილანდის ხელისუფლებამ, ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკის გასაძლიერებლად, ახალი სავიზო ზომები გამოაცხადა, რომელიც 2024 წლის 15 ივლისს შევიდა ძალაში.ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 60-დღიანი უვიზო რეჟიმი 93 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა.ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის ტრაისული ტრაისორანაკულის განცხადებით, სავიზო პოლიტიკის განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მათ შორის, მოგზაურობის ხელშეწყობისთვის.მანამდე ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლა გაამარტივა. 2019 წლის 14 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ ვიზა უკვე ჩასვლისას (Visa on Arrival) საზღვარზე აეღოთ და ქვეყანაში 15 დღის ვადით დარჩენილიყვნენ.ჯერჯერობით ქართველი ტურისტები ტაილანდში იშვიათად ჩადიან. ერთი მხრივ, ეს უკავშირდება საქართველოში ამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის, მეორე მხრივ, პირდაპირი რეისების არარსებობას. ვიზის მისაღებად ქართველ ტურისტებს მეზობელ ქვეყნებში - თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გამგზავრება უწევთ.საქართველომ და ტაილანდმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 ივნისს დაამყარეს. ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები აქტუალური გახდა. გაიმართა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ოფიციალური სამუშაო შეხვედრები ბანგკოკსა და თბილისში. ურთიერთობები განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში ვითარდება.
საქართველო
ტაილანდი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24607/24/246072487_132:0:2863:2048_1920x0_80_0_0_761c41cdd1e19116bc32fc96c10870ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტაილანდი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ტაილანდი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა
14:00 17.07.2024 (განახლებულია: 15:18 17.07.2024) უვიზო რეჟიმი 93 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ტაილანდში საქართველოს მოქალაქეებითვის უვიზო რეჟიმი 15 ივლისიდან ამოქმედდა, იუწყება ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ტაილანდის ხელისუფლებამ, ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკის გასაძლიერებლად, ახალი სავიზო ზომები გამოაცხადა, რომელიც 2024 წლის 15 ივლისს შევიდა ძალაში.
ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 60-დღიანი უვიზო რეჟიმი 93 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა.
ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის ტრაისული ტრაისორანაკულის განცხადებით, სავიზო პოლიტიკის განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მათ შორის, მოგზაურობის ხელშეწყობისთვის.
მანამდე ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლა გაამარტივა. 2019 წლის 14 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ ვიზა უკვე ჩასვლისას (Visa on Arrival) საზღვარზე აეღოთ და ქვეყანაში 15 დღის ვადით დარჩენილიყვნენ.
ჯერჯერობით ქართველი ტურისტები ტაილანდში იშვიათად ჩადიან. ერთი მხრივ, ეს უკავშირდება საქართველოში ამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის, მეორე მხრივ, პირდაპირი რეისების არარსებობას. ვიზის მისაღებად ქართველ ტურისტებს მეზობელ ქვეყნებში - თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გამგზავრება უწევთ.
საქართველომ და ტაილანდმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 ივნისს დაამყარეს. ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები აქტუალური გახდა. გაიმართა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ოფიციალური სამუშაო შეხვედრები ბანგკოკსა და თბილისში. ურთიერთობები განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში ვითარდება.