https://sputnik-georgia.com/20240717/ramdeni-puli-gadmoricxes-migrantebma-saqartveloshi-289034917.html
რამდენი ფული გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენი ფული გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
წლის დასაწყისიდან საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს. 17.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-17T11:00+0400
2024-07-17T11:00+0400
2024-07-17T11:01+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_65:311:1938:1365_1920x0_80_0_0_6b796e707c10a505f73e9f53e1f677d3.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარი-ივნისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 30%-ით შემცირდა და 1.0656,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.ფულადი გზავნილების მოცულობით აღნიშნულ პერიოდში რუსეთი ლიდერობს.ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 328,8 მილიონი დოლარი - ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19,9%-ია.ივნისში რუსეთიდან გადმორიცხვები შემცირდაქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2024 წლის ივნისში 20,4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 281,1 მლნ დოლარი შეადგინა.ივნისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 48,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,4%-ია.მიმდინარე წლის ივნისში რუსეთიდან 62,3%-ით ნაკლები ფული გადმოირიცხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთშიივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან უცხოეთში 173,7 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,6%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_293:326:1679:1365_1920x0_80_0_0_0eaac36cfcab2c986ef43d954e7cb4c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი ფული გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
11:00 17.07.2024 (განახლებულია: 11:01 17.07.2024) წლის დასაწყისიდან საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარი-ივნისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 30%-ით შემცირდა და 1.0656,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით აღნიშნულ პერიოდში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში - 2024 წლის იანვარი-ივნისი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
რუსეთი | 328,8 | -70,7 |
იტალია | 274,6 | 9,9 |
აშშ | 264,7 | 34,5 |
საბერძნეთი | 124,2 | 6,2 |
ისრაელი | 120,6 | 12,9 |
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 328,8 მილიონი დოლარი - ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19,9%-ია.
ივნისში რუსეთიდან გადმორიცხვები შემცირდა
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2024 წლის ივნისში 20,4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 281,1 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2024 წლის ივნისი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
რუსეთი | 48,8 | -62,3 |
აშშ | 47,8 | 22,3 |
იტალია | 45,8 | 5,6 |
გერმანია | 22,4 | 9,3 |
საბერძნეთი | 21,8 | 6,4 |
ივნისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 48,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,4%-ია.მიმდინარე წლის ივნისში რუსეთიდან 62,3%-ით ნაკლები ფული გადმოირიცხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.
2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან უცხოეთში 173,7 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,6%-ით მეტია.