„ქართული ოცნება" ხელისუფლებაში კიდევ 12 წლით დარჩენას გეგმავს

© Georgian Dream„ქართული ოცნების" ოფისის გახსნა
„ქართული ოცნების ოფისის გახსნა - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2024
გამოწერა
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. „ქართული ოცნების“ ახალი თანამედროვე ოფისის გახსნა პარტიის დაარსებიდან 12 წლის შემდეგ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია არჩევნებში დამარცხებას მინიმუმ 12 წლის განმავლობაში არ აპირებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფისის გახსნის ცერემონიაზე.
სამშაბათს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნა გაიმართა. საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
„პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
მან „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დამსახურებები ხაზგასმით აღნიშნა.
„2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს მოუტანა დემოკრატიული გარდატეხა. ქვეყანა გათავისუფლდა უცხოელი აგენტების ავტორიტარული მმართველობისგან... „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა ადამიანების წამება, ქუჩაში ადამიანების დახვრეტა, ბიზნესზე ძალადობა, მედიის მიტაცება და უამრავი სხვა დანაშაული", - განაცხადა კობახიძემ.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს პრემიერმა „ომის პარტიის" ავანტიურა უწოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა „ომის პარტია", რომლის ავანტიურამ 2008 წელს შეიწირა 400-ზე მეტი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე, 30 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე დევნილობისთვის გაწირა და ქვეყანას ტერიტორიების 20% დააკარგვინა", - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, მმართველობის 12 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ", გარდა დემოკრატიისა, საქართველოს ეკონომიკური გარდატეხა მოუტანა.
„28 მილიარდიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა, რამდენჯერმე გაიზარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროების დაფინანსება, მილიონ 100 ათასიდან თითქმის 700 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს", - განაცხადა კობახიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0