https://sputnik-georgia.com/20240717/qartuli-cneba-da-xalxis-zala-gaertianda-289051054.html
საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ გაერთიანდნენ
საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ გაერთიანდნენ
Sputnik საქართველო
„ხალხის ძალა“, რომელიც ცნობილია აშშ-ისა და სხვა დასავლელი პარტნიორების კრიტიკით, 2022 წლის აგვისტოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული... 17.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-17T14:29+0400
2024-07-17T14:29+0400
2024-07-17T14:29+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041509_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0414965b016883c488d002ec141b03c4.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. პარტიები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" და „ხალხის ძალა" 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას, განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააფუძნეს - პოლიტიკური ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს მმართველ პარტიასთან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს პატრიოტიზმმა, მშვიდობამ და კეთილდღეობამ, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია.პოლიტიკოსის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ბრძოლა, სადაც დამოუკიდებელი ქვეყნის ეროვნულ ხელისუფლებას გლობალური ომის ძალების აგენტურა ცრუ ნარატივებით დაუპირისპირდება.ხელისუფლება იმდენად უნდა გაძლიერდეს, რომ საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ამ ქვეყანაში ხდებოდეს, აღნიშნა მან.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არავის უნდა მისცეს საშუალება ევროკავშირის ფაქტორი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს.როგორც „ხალხის ძალის" გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, თავის დროზე მათ მმართველი პარტიის რიგები დატოვეს არა განსხვავებული ფასეულობების გამო, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებას უფრო ხმამაღლა უთხრან სიმართლე.„იყო პერიოდი, როდესაც სიმართლის უფრო ხმამაღლა სათქმელად გამოვეყავით, თუმცა, ვითარება ისე ჩამოყალიბდა, რომ პრაქტიკულად, უმრავლესობა უკვე ერთხმად ვამბობთ აუცილებელ სიმართლეს, რაც არის ქვეყნისთვის საჭირო მშვიდობის მისაღწევად", - განაცხადა ხუნდაძემ.არჩევნები 2024საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041509_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_2e8fa167b1ab25a8bd24b3b3379c1b78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ გაერთიანდნენ
„ხალხის ძალა“, რომელიც ცნობილია აშშ-ისა და სხვა დასავლელი პარტნიორების კრიტიკით, 2022 წლის აგვისტოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა დეპუტატებმა დააფუძნეს.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. პარტიები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" და „ხალხის ძალა" 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას, განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააფუძნეს - პოლიტიკური ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს მმართველ პარტიასთან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.
„თქვენ, ალბათ, ჩემგან გაიგებთ პირველად, რომ „ხალხის ძალა" საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს პატრიოტიზმმა, მშვიდობამ და კეთილდღეობამ, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია.
„ეს იქნება არჩევნები, სადაც ან სიკეთე, სიმართლე, პატრიოტიზმი, ეროვნული ძალა, ქართული იდენტობა და ტრადიციები, მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა, სიმართლე, ჭეშმარიტი ქრისტიანული, ევროპული გზა გაიმარჯვებს, ან... და მეორე „ან" აღარ არსებობს", - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ბრძოლა, სადაც დამოუკიდებელი ქვეყნის ეროვნულ ხელისუფლებას გლობალური ომის ძალების აგენტურა ცრუ ნარატივებით დაუპირისპირდება.
„დღეს საქართველოს და მისი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა გახდა ქვეყნის ფიზიკური და სულიერი გადარჩენა, მისი შემდგომი განვითარება და ყოველგვარი სუბიექტური გავლენისგან გათავისუფლება, რაც არათუ შეგვიძლია, არამედ ვალდებულიც ვართ რომ გავაკეთოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ხელისუფლება იმდენად უნდა გაძლიერდეს, რომ საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ამ ქვეყანაში ხდებოდეს, აღნიშნა მან.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არავის უნდა მისცეს საშუალება ევროკავშირის ფაქტორი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს.
როგორც „ხალხის ძალის" გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, თავის დროზე მათ მმართველი პარტიის რიგები დატოვეს არა განსხვავებული ფასეულობების გამო, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებას უფრო ხმამაღლა უთხრან სიმართლე.
„იყო პერიოდი, როდესაც სიმართლის უფრო ხმამაღლა სათქმელად გამოვეყავით, თუმცა, ვითარება ისე ჩამოყალიბდა, რომ პრაქტიკულად, უმრავლესობა უკვე ერთხმად ვამბობთ აუცილებელ სიმართლეს, რაც არის ქვეყნისთვის საჭირო მშვიდობის მისაღწევად", - განაცხადა ხუნდაძემ.
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.