https://sputnik-georgia.com/20240717/mig-31bm--289052283.html
მიმოხილვა: რუსეთის საჰაერო ძალებმა МиГ-31БМ -ის ახალი პარტია მიიღეს
მიმოხილვა: რუსეთის საჰაერო ძალებმა МиГ-31БМ -ის ახალი პარტია მიიღეს
Sputnik საქართველო
ამ დღეებში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ძირეულად მოდერნიზებული ჩამჭრელ-გამანადგურებლების МиГ-31БМ ახალი პარტია გადაეცა. ავიატექნიკა მთლიანად... 17.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-17T14:01+0400
2024-07-17T14:01+0400
2024-07-17T14:01+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269778314_0:114:3237:1934_1920x0_80_0_0_c8a68b2ba97a188dadcf9c82805aaa1a.jpg
ამ დღეებში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ძირეულად მოდერნიზებული ჩამჭრელ-გამანადგურებლების МиГ-31БМ ახალი პარტია გადაეცა. ავიატექნიკა მთლიანად მზადაა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რთული საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად.მოქმედების შორი რადიუსის ორადგილიანი ზებგერითი გამანადგურებელი განკუთვნილია, სიმაღლის ნებისმიერ დიაპაზონში საჰაერო სამიზნეების ჩაჭრისა და განადგურებისთვის. მას მოქმედება შეუძლია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მარტივ და რთულ მეტეო პირობებში.ამერიკელი ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ რუსული МиГ-31БМ არის მსოფლიოში ყველაზე მძიმე და სწრაფი თანამედროვე გამანადგურებელი. მოდერნიზებული МиГ-31БМ და მისი შეიარაღება რჩება მიუღწევად ტექნოლოგიურ მწვერვალად ნატოსა და აშშ-სათვის. ტაქტიკურ უპირატესობად არის აგრეთვე, МиГ-31БМ-ის საბრძოლო პოტენციალის „ჩაკეტილობა“ დასავლელი სპეციალისტებისათვის - გამანადგურებელი არასდროს არ იყო ექსპორტირებული და გადაცემული ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებისათვის.უკრაინელი F-16 მფრინავების მომზადება უკვე წელიწადზე მეტია „კუს ნაბიჯებით“ გრძელდება. პენტაგონის რეპორტაჟებიდან გამომდინარე, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალისტებმა უკვე აითვისეს ერთ პროპელერიანი სასწავლო მანქანა Tutor T1 და ემზადებიან რეაქტიულ თვითმფრინავზე გადაჯდომისათვის.სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 628 თვითმფრინავი, ანუ ასეულობით მეოთხე თაობის გამანადგურებელი (უკრაინული МиГ-29 და Су-27) , რომლებიც, საბრძოლო მახასიათებლებით, არაფრით ჩამორჩებიან ამერიკულ F-16 . სავარაუდოდ, ამიტომაც გერმანიამ უარი განაცხადა, მიუერთდეს დასავლეთის „გამანადგურებლების კოალიციას, რომელიც ითვალისწინებს კიევის რეჟიმისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას“.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269778314_252:0:2983:2048_1920x0_80_0_0_8c14d049ca8cd228321fac3b7a7875e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ამ დღეებში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ძირეულად მოდერნიზებული ჩამჭრელ-გამანადგურებლების МиГ-31БМ ახალი პარტია გადაეცა. ავიატექნიკა მთლიანად მზადაა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რთული საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად.
მოქმედების შორი რადიუსის ორადგილიანი ზებგერითი გამანადგურებელი განკუთვნილია, სიმაღლის ნებისმიერ დიაპაზონში საჰაერო სამიზნეების ჩაჭრისა და განადგურებისთვის. მას მოქმედება შეუძლია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მარტივ და რთულ მეტეო პირობებში.
ამერიკელი ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ რუსული МиГ-31БМ არის მსოფლიოში ყველაზე მძიმე და სწრაფი თანამედროვე გამანადგურებელი. მოდერნიზებული МиГ-31БМ და მისი შეიარაღება რჩება მიუღწევად ტექნოლოგიურ მწვერვალად ნატოსა და აშშ-სათვის.
ტაქტიკურ უპირატესობად არის აგრეთვე, МиГ-31БМ-ის საბრძოლო პოტენციალის „ჩაკეტილობა“ დასავლელი სპეციალისტებისათვის - გამანადგურებელი არასდროს არ იყო ექსპორტირებული და გადაცემული ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებისათვის.
უკრაინელი F-16 მფრინავების მომზადება უკვე წელიწადზე მეტია „კუს ნაბიჯებით“ გრძელდება. პენტაგონის რეპორტაჟებიდან გამომდინარე, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალისტებმა უკვე აითვისეს ერთ პროპელერიანი სასწავლო მანქანა Tutor T1 და ემზადებიან რეაქტიულ თვითმფრინავზე გადაჯდომისათვის.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 628 თვითმფრინავი, ანუ ასეულობით მეოთხე თაობის გამანადგურებელი (უკრაინული МиГ-29 და Су-27) , რომლებიც, საბრძოლო მახასიათებლებით, არაფრით ჩამორჩებიან ამერიკულ F-16 .
სავარაუდოდ, ამიტომაც გერმანიამ უარი განაცხადა, მიუერთდეს დასავლეთის „გამანადგურებლების კოალიციას, რომელიც ითვალისწინებს კიევის რეჟიმისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე