https://sputnik-georgia.com/20240717/kaladze-sazapxulo-bagebshi-charicxulta-raodenoba-rekordulia-289053241.html
კალაძე: თბილისის საზაფხულო ბაღებში ჩარიცხულთა მაჩვენებელი რეკორდულია
კალაძე: თბილისის საზაფხულო ბაღებში ჩარიცხულთა მაჩვენებელი რეკორდულია
Sputnik საქართველო
საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგანაც დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. 17.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-17T18:13+0400
2024-07-17T18:13+0400
2024-07-17T18:13+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250831558_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_3552b7336c6c19bcd51bfbd07981bca2.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. თბილისის საზაფხულო ბაღებში 18,5 ათასი ბავშვი დარეგისტრირდა, რაც ბოლო წლებში ყველაზე რეკორდული მაჩვენებელია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღების“ განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. საზაფხულო ბაღები დედაქალაქში ივლის-აგვისტოში ფუნქციონირებენ. აღნიშნული სოციალური პროექტი მიზნად ისახავს საბავშვო ბაღის მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოს ის ოჯახები, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში ქალაქში რჩებიან.მისი თქმით, გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე მზარდია და ამის გათვალისწინებით წელს მათი რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზარდა - სამი ახალი ბაღია, ორი გარემონტდა და კვლავ გაიხსნა, აღნიშნა მერმა.საზაფხულო ბაღების დაფინანსებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარი გამოიყო - 50 ბაღში 3,1ათასამდე თანამშრომელი დასაქმდება.როგორც კალაძემ აღნიშნა, საზაფხულო ბაღებში ყველა პირობაა შექმნილი პატარების კომფორტისთვის - ბაღები აღიჭურვა და მომარაგდა მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარით.საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მაცხოვრებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250831558_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_c511c105c2e44fd965bd56ad35f2042e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: თბილისის საზაფხულო ბაღებში ჩარიცხულთა მაჩვენებელი რეკორდულია
საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგანაც დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. თბილისის საზაფხულო ბაღებში 18,5 ათასი ბავშვი დარეგისტრირდა, რაც ბოლო წლებში ყველაზე რეკორდული მაჩვენებელია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღების“ განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. საზაფხულო ბაღები დედაქალაქში ივლის-აგვისტოში ფუნქციონირებენ. აღნიშნული სოციალური პროექტი მიზნად ისახავს საბავშვო ბაღის მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოს ის ოჯახები, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში ქალაქში რჩებიან.
„წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვი", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე მზარდია და ამის გათვალისწინებით წელს მათი რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზარდა - სამი ახალი ბაღია, ორი გარემონტდა და კვლავ გაიხსნა, აღნიშნა მერმა.
საზაფხულო ბაღების დაფინანსებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარი გამოიყო - 50 ბაღში 3,1ათასამდე თანამშრომელი დასაქმდება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საზაფხულო ბაღებში ყველა პირობაა შექმნილი პატარების კომფორტისთვის - ბაღები აღიჭურვა და მომარაგდა მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარით.
საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მაცხოვრებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.