https://sputnik-georgia.com/20240717/arasamtavrobo-organizaciebma-qartuli-ocnebis-kvleva-dabrakes-289057503.html
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მმართველი პარტიის კვლევა „დაბრაკეს"
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მმართველი პარტიის კვლევა „დაბრაკეს"
Sputnik საქართველო
კვლევის შედეგებით თანახმად აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციების 51%-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია, 17.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-17T20:27+0400
2024-07-17T20:27+0400
2024-07-17T20:27+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/13/247551338_0:34:1024:610_1920x0_80_0_0_f074878819dec8e62edac5b1b83009e6.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კვლევა, რომელიც 474 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის მუშაობისა და დაფინანსების გამჭვირვალობის შესწავლას შეეხებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება და არაკომპეტენტურია, აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.კვლევის შედეგებით თანახმად აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციების 51%-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია, ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო, 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება, ორგანიზაციების 97%-ს არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში, ორგანიზაციების 70%-ს კი არ აქვს ინფორმაცია საკუთარი გუნდის შესახებ. კვლევა 2024 წლის 12 ივნისამდე პერიოდს მოიცავდა.კვლევასთან პრეტენზიები აქვს საქართველოს ყოფილ ომბუდსმენს, პლატფორმა - „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელ ნინო ლომჯარიას.მისი თქმით, ორგანიზაციის გამჭვირვალობა არ განისაზღვრება ვებგვერდის არსებობით.„ხელისუფლება რეალურად ამბობს, რომ ორგანიზაციები, რომელთაც 5-10 ათასი ლარი აქვთ მხარდაჭერა, ადგილზე შშმ პირებს ან ხანდაზმულებს რომ გაუწიონ დახმარება, თურმე დაკავებული უნდა იყვნენ ვებგვერდების შექმნით და ამაში უნდა დახარჯონ ფული", - განაცხადა ლომჯარიამ.„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი თამარ ხიდაშელი ასევე აცხადებს, რომ ვებგვერდის შექმნა ფინანსებთან არის დაკავშირებული, რაც მცირე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის პრობლემაა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი 3 ივნისს შევიდა ძალაში. იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/13/247551338_60:43:914:683_1920x0_80_0_0_14702ef0ffc65dc20850c60c66baea8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოცნება , ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მმართველი პარტიის კვლევა „დაბრაკეს"
კვლევის შედეგებით თანახმად აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციების 51%-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია,
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კვლევა, რომელიც 474 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის მუშაობისა და დაფინანსების გამჭვირვალობის შესწავლას შეეხებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება და არაკომპეტენტურია, აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კვლევის შედეგებით თანახმად აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციების 51%-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია, ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო, 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება, ორგანიზაციების 97%-ს არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში, ორგანიზაციების 70%-ს კი არ აქვს ინფორმაცია საკუთარი გუნდის შესახებ. კვლევა 2024 წლის 12 ივნისამდე პერიოდს მოიცავდა.
„ეს კვლევა კვლევას არ წარმოადგენს და ეფუძნება ტყუილს. მაგალითად, ჩვენთან დაკავშირებით, ერთ ნაწილში წერია, რომ არ გვაქვს წლიური ანგარიშები, მაშინ როცა ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ყველა წლის ანგარიშები. თუ მათ ვერ იპოვეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პიარკამპანია ტყუილზე უნდა დააფუძნონ“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ.
კვლევასთან პრეტენზიები აქვს საქართველოს ყოფილ ომბუდსმენს, პლატფორმა - „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელ ნინო ლომჯარიას.
„კვლევაც ზერელედაა გაკეთებული. ბევრი ცდომილებაა და ინფორმაციაა გამოტოვებული. საინტერესოა, საიდან დაფინანსდა ეს კვლევა, ვინ გააკეთა და რა მეთოდოლოგიით", - განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, ორგანიზაციის გამჭვირვალობა არ განისაზღვრება ვებგვერდის არსებობით.
„ხელისუფლება რეალურად ამბობს, რომ ორგანიზაციები, რომელთაც 5-10 ათასი ლარი აქვთ მხარდაჭერა, ადგილზე შშმ პირებს ან ხანდაზმულებს რომ გაუწიონ დახმარება, თურმე დაკავებული უნდა იყვნენ ვებგვერდების შექმნით და ამაში უნდა დახარჯონ ფული", - განაცხადა ლომჯარიამ.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი თამარ ხიდაშელი ასევე აცხადებს, რომ ვებგვერდის შექმნა ფინანსებთან არის დაკავშირებული, რაც მცირე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის პრობლემაა.
„საიტის შექმნა, მისი ადმინისტრირება და მუდმივი განახლება დაკავშირებულია ფინანსებთან. შესაბამისად, როდესაც ორგანიზაცია მცირეა, იმის ნაცვლად, რომ შემოსავლის ნახევარი ან მესამედი დახარჯოს ვებსაიტზე, ამჯობინებს საკუთარ სათემო ორგანიზაციაზე დახარჯოს ფული", - განაცხადა ხიდაშელმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი 3 ივნისს შევიდა ძალაში. იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.