https://sputnik-georgia.com/20240716/sagareo-savachro-brunva-mcirdeba-289011862.html
საგარეო ვაჭრობა კვლავ მცირდება - ახალი სტატისტიკა
საგარეო ვაჭრობა კვლავ მცირდება - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ექსპორტმა 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 6,7%-ით ნაკლებია. 16.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-16T11:46+0400
2024-07-16T11:46+0400
2024-07-16T11:46+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263812998_0:0:3461:1947_1920x0_80_0_0_70eb3a83f1ba96f261c21d0a83da8893.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივნისში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,8%-ით შემცირდა და 10,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ექვს თვეში ქვეყანაში 7,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 0,2%-ით მეტი. ექსპორტმა 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,7%-ით ნაკლებია.2024 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4,9%-ით მეტია.საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 12,5%-ით გაიზარდა და 21,5 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩათვლის გარეშე). ამასთან, გასულ წელს დაახლოებით 6,1 მილიარდი დოლარის ქართული პროდუქცია იქნა ექსპორტირებული - თითქმის 9,1%-ით მეტი, ვიდრე 2022 წელს.საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 15,4 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, რაც 14%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263812998_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_80d3e2c8aaf5df9cc3980eb482fdd2bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საგარეო ვაჭრობა კვლავ მცირდება - ახალი სტატისტიკა
ექსპორტმა 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 6,7%-ით ნაკლებია.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივნისში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,8%-ით შემცირდა და 10,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ექვს თვეში ქვეყანაში 7,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 0,2%-ით მეტი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-ივნისი
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
ექსპორტი | 2 848,3 | -6,7 |
იმპორტი | 7 471,8 | 0,2 |
სულ | 10 320,1 | -1,8 |
ექსპორტმა 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,7%-ით ნაკლებია.
2024 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4,9%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 12,5%-ით გაიზარდა და 21,5 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩათვლის გარეშე). ამასთან, გასულ წელს დაახლოებით 6,1 მილიარდი დოლარის ქართული პროდუქცია იქნა ექსპორტირებული - თითქმის 9,1%-ით მეტი, ვიდრე 2022 წელს.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 15,4 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, რაც 14%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.