https://sputnik-georgia.com/20240716/ruset-ukrainis-konfliqti-289014524.html
კრემლში ვერ გაიგეს, რას გულისხმობს ზელენსკი
კრემლში ვერ გაიგეს, რას გულისხმობს ზელენსკი
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ივლისი − Sputnik. რუსეთმა ვერ გაიგო, რა იგულისხმა ზელენსკიმ, როდესაც „მეორე სამშვიდობო კონფერენციაზე“ ლაპარაკობდა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის... 16.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-16T15:42+0400
2024-07-16T15:42+0400
2024-07-16T15:42+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282464045_195:69:3005:1650_1920x0_80_0_0_a87eca32f4f59f76341add57fbc6211b.jpg
თბილისი, 16 ივლისი − Sputnik. რუსეთმა ვერ გაიგო, რა იგულისხმა ზელენსკიმ, როდესაც „მეორე სამშვიდობო კონფერენციაზე“ ლაპარაკობდა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.მანამდე ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა მონაწილეობა უნდა მიიღოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მეორე სამშვიდობო კონფერენციაში. მისი თქმით, ახალი შეხვედრისთვის სამზადისის დასრულება ნოემბრისთვის იგეგმება.შვეიცარიაში, ქალაქ ლუცერნთან, კურორტ ბიურგენშტოკში, 15–16 ივნისს უკრაინის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობა მანამდე 92 ქვეყანამ და 57 სახელმწიფოს მეთაურმა, ასევე რვა საერთაშორისო ასოციაციამ, მათ შორის ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და გაერომ დაადასტურეს.ბერნმა მოსკოვს უკრაინის საკითხზე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად არ დაუძახა. ღონისძიებაზე რუსული მხარის წარმომადგენლები არ იყვნენ.საბოლოო კომუნიკეს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ყველა სამხედრო ტყვის გათავისუფლების, აზოვის ზღვაში თავისუფალი ნავიგაციისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კიევისთვის დაბრუნების მოწოდებას, ხელი 12 სახელმწიფოს წარმომადგენელმა არ მოაწერა; მათ შორის, არც თავად მასპინძელი შვეიცარიის წარმომადგენლებმა.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282464045_446:63:2956:1946_1920x0_80_0_0_e31de121b36bae9536e38a15504d996f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
თბილისი, 16 ივლისი − Sputnik. რუსეთმა ვერ გაიგო, რა იგულისხმა ზელენსკიმ, როდესაც „მეორე სამშვიდობო კონფერენციაზე“ ლაპარაკობდა,
განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მანამდე ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა მონაწილეობა უნდა მიიღოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მეორე სამშვიდობო კონფერენციაში. მისი თქმით, ახალი შეხვედრისთვის სამზადისის დასრულება ნოემბრისთვის იგეგმება.
„პირველი სამშვიდობო სამიტი სულაც არ იყო სამშვიდობო. ამიტომ, რა აქვს მხედველობაში [ზელენსკის], ჯერ ეს უნდა გავიგოთ“, − განაცხადა პესკოვმა.
შვეიცარიაში, ქალაქ ლუცერნთან, კურორტ ბიურგენშტოკში, 15–16 ივნისს უკრაინის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობა მანამდე 92 ქვეყანამ და 57 სახელმწიფოს მეთაურმა, ასევე რვა საერთაშორისო ასოციაციამ, მათ შორის ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და გაერომ დაადასტურეს.
ბერნმა მოსკოვს უკრაინის საკითხზე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად არ დაუძახა. ღონისძიებაზე რუსული მხარის წარმომადგენლები არ იყვნენ.
საბოლოო კომუნიკეს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ყველა სამხედრო ტყვის გათავისუფლების, აზოვის ზღვაში თავისუფალი ნავიგაციისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კიევისთვის დაბრუნების მოწოდებას, ხელი 12 სახელმწიფოს წარმომადგენელმა არ მოაწერა; მათ შორის, არც თავად მასპინძელი შვეიცარიის წარმომადგენლებმა.