პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2024
გამოწერა
15 ივლისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს 18 ივლისს რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ თხოვნით წერილობით მიმართა.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 ივლისის 12:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ განკარგულება გამოსცა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
15 ივლისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს 18 ივლისს რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ თხოვნით წერილობით მიმართა.
პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი.
დღეს საბჭოში ცხრა წევრის ნაცვლად ხუთი წევრია - პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა, ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინა მიქაბაძე, ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი.
პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხ ვაკანტურ ადგილზე კონკურსი 7 თებერვალს გამოაცხადა, განაცხადების მიღება 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 28 განაცხადი შევიდა.
უკვე 10 აპრილს ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისია შექმნა და პირველი სამუშაო შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გამართა, 24 მაისს კი პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად ეკატერინე გაზაძე წარუდგინა.
საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები პრეზიდენტის წარდგინებითშვიდი წლის ვადით უნდა აირჩიოს. ამის შემდეგ საბჭომ ამ წევრებისგან უნდა აირჩიოს პრეზიდენტობის კანდიდატი და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს. სწორედ ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.
ყველა ახალი ამბავი
0