მოსაზრება: სომხეთში პენტაგონის მანევრების მიზანი სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციაა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2024
გამოწერა
ერევნის მახლობლად სომხეთ-ამერიკული სამხედრო წვრთნები Eagle Partner მეორედ ტარდება. სამშვიდობო „ლეგენდის“ მიუხედავად, პენტაგონის ეს მანევრები რეგიონს დესტაბილიზაციისა და შეიარაღებული კონფლიქტების პერსპექტივას უქადის. აშშ-ს ისტორიაში, რომელიმე ქვეყნისათვის უანგარო სამხედრო დახმარების არც ერთი ეპიზოდი არ არსებობს, სამაგიეროდ, არის ერაყში, ვიეტნამში, ავღანეთში დამანგრეველი შეჭრის ოპერაციები...
სომხეთში 15-24 ივლისს ტარდება ორმხრივი სამხედრო მანევრები Eagle Partner – 2024, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის, ევროპაში და აფრიკაში აშშ-ს სახმელეთო ჯარებისა და კანზასის ეროვნული გვარდიის მონაწილეობით.
წვრთნების გახსნის საზეიმო ცერემონია ვაზგენ სარქსიანის სახელობის სამხედრო აკადემიაში ჩატარდა. მას თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი და სომხეთში ამერიკის ელჩი ქრისტინ ქვინი ესწრებოდნენ. ეს უკანასკნელი 2020-2023 წლებში მუშაობდა ამერიკა-უკრაინის მეგობრობის გამყარებაზე, კიევში აშშ-ს საელჩოში მუშაობისას. ქვინს აშშ-ს არმიის სამხედრო კოლეჯის სტრატეგიული კვლევების მაგისტრის ხარისხი აქვს, ასე რომ პენტაგონის წვრთნებზე ის უცხო პირი არ არის.
სომხეთ-ამერიკული მანევრებისEagle Partner – 2024 ძირითადი მიზნებია, ოპერატიული თავსებადობის, სომხური ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, „მართვის და ტაქტიკური ერთობლივი მოქმედების დარგში მოწინავე გამოცდილების გაცვლა“.
CSTO - ს მიღმა, მოწინავე საბრძოლო გამოცდილება სომხეთის არმიისთვის შეეძლოთ, გაეზიარებინათ, უწინარეს ყოვლისა, ავღანელ ტალიბებს და იემენელ ხუსიტებს. თუმცა, სიუჟეტი ამერიკული „წესებით“ ვითარდება.
ადრე, ერევანმა განაცხადა, რომ აპირებს შეაფასოს საკუთარი „საბრძოლო შესაძლებლობები ნატოსთან ერთობლივ მოქმედებებში“. სომხეთის რესპუბლიკის 12-ე სამშვიდობო ბრიგადის ძირითადი ბაზის - სასწავლო ცენტრ „ზარ“-ს მოდერნიზებაში აშშ-მ გაუწია დახმარება (2022 წელს).
სომხეთ-ამერიკული წვრთნები Eagle Partner სომხეთში პირველად 2023 წლის სექტემბერში ჩატარდა. 2022 წლიდან სომხეთის მიერ CSTO - ს მანევრებში მონაწილეობაზე უარის თქმის ფონზე, ეს რუსეთის მიმართ რია დემარშად გამოიყურებოდა. მაშინვე, ერევანმა თავის მოკავშირეობას მოსკოვთან „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა.
2008 წლიდან შეერთებული შტატები ცდილობდნენ, უკრაინისა და საქართველოსათვის ნატოსკენ გზა გაეკვალათ - იმისათვის, რომ შავი ზღვა საკუთარ „ტბად“ ექციათ, ხოლო ამიერკავკასია - პენტაგონის პოლიგონად და პლაცდარმად. ვაშინგტონის ხანგრძლივი, რთული და ძვირადღირებული „კორექციების“ შემდეგ, კიევის რეჟიმი და უკრაინული ფრონტი დასავლეთს მხოლოდ დამანგრეველ მარცხს უქადის, ხოლო საქართველოს აღარ სურს, „ჰეგემონის“ ინტერესებში „მეორე ფრონტით“ თვითმკვლელობა.
რეგიონში ნატოს ექსპანსიის სათადარიგო ვარიანტი, მიზეზთა გამო, სომხეთი ხდება. დასაწყისისათვის , დასავლეთისათვის აუცილებელია, სომხეთის მთელი არმია გადააიარაღოს, ნატოს სტანდარტების შესაბამისად. რაზეც ერევანი უარზე არაა...
ალიანსი არასდროს არიგებს იარაღს უფასოდ და სომხეთის ხარჯზე გაფართოების შესაძლებლობას არ განიხილავს. მაშინ, რაში მდგომარეობს პენტაგონის თამაშის არსი, სომხეთის მონაწილეობით?
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფოციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა: „მედასავლეთეები მანიაკალურად ითრევენ სომხეთს ამიერკავკასიაში და მის ირგვლივ სხვადასხვა თანამოქმედებების ფორმატებში , რომლებიც მიმართულია, პირველ რიგში, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ“. მანამდე, მოსკოვ ხისტი რეაქცია ჰქონდა ნატოს სამიტში ერევნის მონაწილეობაზე.
სიტუაციის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ სომხეთი CSTO-ს წევრად რჩება და ადგას სრულიად ავანტიურულ კურსს. დასავლეთის ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობა, რომელთა მიზანია რუსეთს „სტრატეგიული მარცხი“ მიაყენოს, ერევანს არაფერ კარგს არ უქადის. მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციას და უძველესი სომეხი ხალხის ახალ მსხვერპლშეწირვას ძლევამოსილ მეზობლებთან იმთავითვე წამგებიან კონფლიქტებში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0