სად არის გამჭვირვალე? პარლამენტის სპიკერი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2024
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი არ დაემორჩილებიან მის აღსრულებას
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კვლევა ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი დონორების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ისინი ღიად და გამჭვირვალედ მუშაობენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დაინიცირებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 8 აპრილს, 474-მა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან მსგავსი კანონის მიღებას. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული ორგანიზაციების გამჭვირვალობა გამოეკვლია. კვლევა 12 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
„ის ხალხი, რომელიც გამოდიოდა - „ენჯეოები", მათი დონორები, მათი მოკავშირე პარტიები და ამბობდნენ, ყველაფერი გამჭვირვალეა, ყველაფერი ისედაც ცნობილიაო, აბა, სადაა გამჭვირვალე? ეს არის ფაქტი! „ენჯეოები", მათი დონორები შიგნით და გარეთ საქართველოს მოსახლეობას ასე აყრიან ნაცარს თვალებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სინამდვილეში არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ კანონთან პრობლემა იმიტომ კი არ ჰქონდათ, რომ ხდებოდა სტიგმატიზაცია, არამედ იმის გამო, რომ არ გასაჯაროვდეს თუ სად მიედინება და რაში იხარჯება ფინანსები.
პარლამენტის სპიკერის განმარტებით, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა კანპანიაში ჩართული იყვნენ არამარტო არასამთავრობოები, არამედ მათი დონორები, რომლებიც ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალე და ცნობილია საზოგადოებისთვის.
„ჩვენ ვნახეთ, რომ 474 ორგანიზაციიდან მხოლოდ 8 ორგანიზაციას აქვსწ სრულად დაკმაყოფილებული შვიდკომპონენტიანი საბაზისო ინფორმაცია იმის თაობაზე, აქვთ თუ არა ვებგვერდი, ვინ არის დონორი, რა მოცულობის გრანტია, ვინ მუშაობს. ანუ 99% შემთხვევაში, ან საერთოდ არაა ეს საბაზისო ინფორმაცია, ან არასრულია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმება
არასამთავრობო ორგანიზაციები 7 საბაზო კრიტერიუმით შეამოწმეს: აქვს თუ არა ორგანიზაციას ვებგვერდი; მითითებული აქვს თუ არა დონორი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ან მისი ლოგო; პროექტები, რომელიც განხორციელებულია ან მიმდინარეა, არის თუ არა საჯარო; რამდენია გრანტის ოდენობა, რაც მათ თითოეულ პროექტზე აქვთ მიღებული; რა ხანგრძლივობის არის პროექტი და გრანტი; აქვთ თუ არა გამოქვეყნებული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში; ვინ შედის ამ ორგანიზაციის გუნდში.
კვლევის შედეგებით თანახმად აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციების 51%-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია, ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო, 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება, ორგანიზაციების 97%-ს არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში, ორგანიზაციების 70%-ს კი არ აქვს ინფორმაცია საკუთარი გუნდის შესახებ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი 3 ივნისს შევიდა ძალაში. იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ყველა ახალი ამბავი
0