აშშ-მა ლავროვის პულის ჟურნალისტებს შეზღუდული ვიზები მისცა

© AP Photo / Eduardo Munoz Alvarez
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2024
გამოწერა
თბილისი, 16 ივლისი − Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც 16-17 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს ღია მინისტერიალს უხელმძღვანელებს, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
აღსანიშნავია, რომ ლავროვის თანმხლებმა ჟურნალისტებმა ამჯერად ამერიკული ვიზები მიიღეს, ოღონდ გადაადგილების შეზღუდვით.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საელჩომ რუსული მედიის წარმომადგენლებს C2-კატეგორიის ვიზა მისცა. ეს სატრანზიტო ვიზაადა მას იღებენ ადამიანები, რომლებიც გაეროს შტაბ-ბინაში მიდიან. ეს ვიზა ზღუდავს ნიუ-იორკის ცენტრიდან 25 მილის, ანუ 40 კილომეტრის დაშორებით გადაადგილებას.
მსგავსი ვითარება ვიზებთან დაკავშირებით გასული წლის სექტემბერშიც შეიქმნა, როდესაც ჟურნალისტები მინისტრს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ახლდნენ.
მიმდინარე წლის იანვარში რუს ჟურნალისტებს I კატეგორიის, ანუ არასაიმიგრაციო ვიზები მისცეს, რომელიც უცხოელ ჟურნალისტებს ქვეყანაში ერთჯერადი შესვლის უფლებას ანიჭებს. ამ ტიპის ვიზა გადაადგილების შეზღუდვას არ აწესებს.
ყველა ახალი ამბავი
0