ბათუმში ორ წლამდე ბავშვი მეექვსე სართულიდან გადმოვარდა

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2024
გამოწერა
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ ვრცელდება
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. ბათუმში ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მეექვსე სართულიდან ორ წლამდე ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
შემთხვევა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0