https://sputnik-georgia.com/20240716/aeroportebis-axali-rekordi-289021183.html
საქართველოს აეროპორტების ახალი რეკორდი
საქართველოს აეროპორტების ახალი რეკორდი
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14.682 ავიარეისი შესრულდა 16.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-16T21:56+0400
2024-07-16T21:56+0400
2024-07-16T21:56+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24148/67/241486714_0:26:2000:1151_1920x0_80_0_0_54ab281f2c5e413a6904b555021e49dd.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტები 2024 წლის პირველ ნახევარში სამ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.2024 წლის იანვარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა ქვეყნის სამივე აეროპორტის რეგულარული და არარეგულარული რეისებით.ქვრივიშვილის თქმით, სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიები მზარდი დინამიკით ხასიათდება.გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14.682 ავიარეისი შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია.2024 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში ოპერირებს 54 ავიაკომპანია, რომლებიც ფრენებს 105 მიმართულებით.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,6%-ით გაიზარდა და 3 მილიონზე მეტი შეადგინა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, 2023 წლის ორ კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა და 2,1 მილიონი შეადგინა.როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან - ინდოეთიდან და ჩინეთიდან.2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 183,355 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-იანი მატებაა. ასევე გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი საფრანგეთიდან (30,3%), გერმანიიდან (24,3%) და დიდი ბრიტანეთიდან (16,3%). ამასთან, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან 42,905 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38,8%-ით მეტია.ტურიზმის სფერომ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის ზაფხულიდან აღდგენა დაიწყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, 2022 წლის მაჩვენებლთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მლნ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავლებმა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს 26,2%-ით გადააჭარბა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24148/67/241486714_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_81a1673814e364b0e92284c0d4bae802.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს აეროპორტების ახალი რეკორდი
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14.682 ავიარეისი შესრულდა
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტები 2024 წლის პირველ ნახევარში სამ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
2024 წლის იანვარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა ქვეყნის სამივე აეროპორტის რეგულარული და არარეგულარული რეისებით.
ქვრივიშვილის თქმით, სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიები მზარდი დინამიკით ხასიათდება.
„ჩვენ ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, რის შედეგადაც შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები საქართველოში. მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანიები საქართველოს პოპულარიზებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე, რაც დადებითად მოქმედებს როგორც ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ასევე მგზავრთნაკადზე,“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14.682 ავიარეისი შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია.
2024 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში ოპერირებს 54 ავიაკომპანია, რომლებიც ფრენებს 105 მიმართულებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,6%-ით გაიზარდა და 3 მილიონზე მეტი შეადგინა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, 2023 წლის ორ კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა და 2,1 მილიონი შეადგინა.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან - ინდოეთიდან და ჩინეთიდან.
2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 183,355 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-იანი მატებაა. ასევე გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი საფრანგეთიდან (30,3%), გერმანიიდან (24,3%) და დიდი ბრიტანეთიდან (16,3%).
ამასთან, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან 42,905 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38,8%-ით მეტია.
ტურიზმის სფერომ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის ზაფხულიდან აღდგენა დაიწყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, 2022 წლის მაჩვენებლთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მლნ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავლებმა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს 26,2%-ით გადააჭარბა.