https://sputnik-georgia.com/20240715/uepas-prezidenti-saqartvelom-evropirvelobaze-kopna-daimsaxura-289002874.html
უეფას პრეზიდენტი: საქართველომ ევრო 2024-ზე ყოფნა დაიმსახურა
უეფას პრეზიდენტი: საქართველომ ევრო 2024-ზე ყოფნა დაიმსახურა
Sputnik საქართველო
ჩეფერინის თქმით, ჩემპიონატის მიმდინარეობისას მასზე შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა მოახდინა 15.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-15T16:45+0400
2024-07-15T16:45+0400
2024-07-15T16:45+0400
საქართველო
უეფა
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288999026_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_cdb43ddcc9ad2f462a5508623c45dcae.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ევრო 2024-ზე ფეხბურთის გულშემატკივრებმა ნახეს საქართველოს ნაკრები, რომელმაც გერმანიაში გამართულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა დაიმსახურა, განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე შეძლო F ჯგუფიდან ოთხი ქულით გასვლა და ტურნირის 1/8-ში თამაში, სადაც ევრო 2024-ის მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა (1:4). ჩემპიონატის შედეგებით საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო ბომბარდირად აღიარეს და „ოქროს ბუცი" მოიპოვა, ხოლო ევროს საუკეთესო მეკარედ გიორგი მამარდაშვილი (29 სეივი) დასახელდა.უეფას პრეზიდენტმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის 16-დან 24 გუნდამდე გაზრდის მართებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძველი ფორმატის მიხედვით შეიძლება ტურნირზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებებს ვერ ეასპარეზათ.ჟურნალისტის კითხვაზე, ჩემპიონატის მიმდინარეობისას თუ რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა მასზე შთაბეჭდილებას, ჩეფერინმა ერთ-ერთ ასეთ მოთამაშედ საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის" ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.14 ივლისს ევრო 2024-ის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა - 2:1. ესპანეთი მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288999026_193:0:1093:675_1920x0_80_0_0_41a1de1947607b54faec3594a4d8e4ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უეფა, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, უეფა, სპორტი, ახალი ამბები
უეფას პრეზიდენტი: საქართველომ ევრო 2024-ზე ყოფნა დაიმსახურა
ჩეფერინის თქმით, ჩემპიონატის მიმდინარეობისას მასზე შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა მოახდინა
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ევრო 2024-ზე ფეხბურთის გულშემატკივრებმა ნახეს საქართველოს ნაკრები, რომელმაც გერმანიაში გამართულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა დაიმსახურა, განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.
საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე შეძლო F ჯგუფიდან ოთხი ქულით გასვლა და ტურნირის 1/8-ში თამაში, სადაც ევრო 2024-ის მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა (1:4). ჩემპიონატის შედეგებით საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო ბომბარდირად აღიარეს და „ოქროს ბუცი" მოიპოვა, ხოლო ევროს საუკეთესო მეკარედ გიორგი მამარდაშვილი (29 სეივი) დასახელდა.
„ევრო 2024-ზე ჩვენ ვნახეთ საქართველოს ნაკრები, რომელიც იმსახურებდა აქ ყოფნას", - განაცხადა ჩეფერინმა ჟურნალისტებთან.
უეფას პრეზიდენტმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის 16-დან 24 გუნდამდე გაზრდის მართებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძველი ფორმატის მიხედვით შეიძლება ტურნირზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებებს ვერ ეასპარეზათ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჩემპიონატის მიმდინარეობისას თუ რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა მასზე შთაბეჭდილებას, ჩეფერინმა ერთ-ერთ ასეთ მოთამაშედ საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის" ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
14 ივლისს ევრო 2024-ის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა - 2:1. ესპანეთი მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი.