საქართველომ წლის დასაწყისიდან 2 მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2024
გამოწერა
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთის მოქალაქეებმა განახორციელეს
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. 2024 წლის იანვარი-ივნისში საქართველომ 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, მათგან 2,1 მილიონი ტურისტი იყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,6%-ით გაიზარდა.
რაც შეეხერბა ტურისტულ ვიზიტებს, იგი 2023 წლის ორ კვარტალთან შედარებით 10%-ით გაიზარდა.
ლიდერები საქართველოში საქართველოში ვიზიტების კუთხით
2024 წლის იანვარი-ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთის მოქალაქეებმა განახორციელეს - თითქმის 624 ათასი, რაც 7,1%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ქვეყნების ხუთეული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით - 2024 წლის იანვარი-ივნისი

ქვეყანა

ვიზიტების რაოდენობა, ათასი,

ზრდა, %

თურქეთი

623,9

7,1

რუსეთი

527,5

-8,7

სომხეთი

387,7

-2,4

ისრაელი

126,2

18,5

აზერბაიჯანი

99,5

16,0

რა გზით შემოდიან ტურისტები საქართველოში
ტურისტების ძირითადი ნაწილი საქართველოში სახმელეთო საზღვრებით შემოვიდა - უცხოელთა საერთო რაოდენობის 61,3%. ჩამოსულების რაოდენობით, „სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი (საქართველო-თურქეთის საზღვარი) ლიდერობს, მეორე ადგილზეა საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული „ყაზბეგის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მესამე ადგილზე კი საქართველო-სომხეთის საზღვარზე არსებული „სადახლოს" გამშვები-პუნქტი.
მეორე ადგილზეა საჰაერო გზა - (უცხოელთა საერთო რაოდენობის 38%). აქ ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებით 705 ათასამდე მგზავრმა ისარგებლლა.
ყველა ახალი ამბავი
0