საქართველოდან მოცვის ექსპორტი იზრდება

© photo: Sputnik / Egor Eremov / გადასვლა მედიაბანკშიმოცვი
მოცვი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2024
გამოწერა
2023 წელთან შედარებით საქართველოდან მოცვის ექსპორტის ღირებულება უკვე 5.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 26,2 მლნ დოლარის ლურჯი მოცვია ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი 2019 წელს დაიწყო და ყოველ წელს ორმაგდება როგორც რაოდენობის, ისე თანხის მხრივ.
უწყების ცნობით, საქართველოდან მოცვის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. კერძოდ, 2024 წლის 1 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით პერიოდში ექსპორტზე გავიდა 4,5 ათასი ტონა მოცვი.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1,6 ათასი ტონით (56%-ით), ხოლო ღირებულება - 9,1 მლნ აშშ დოლარით (53%-ით) გაიზარდა.
მოცვი, ძირითადად, ექსპორტირებულია: რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, ნიდერლანდებში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში.
მიმდინარე წლის მოცვის ექსპორტის ღირებულება2023 წლის ექსპორტის ჯამურ მაჩვენებელს უკვე5.6 მლნ აშშ დოლარით აღემატება. რაც შეეხება ექსპორტის რაოდენობას - 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო3.4 ათას ტონა მოცვი.
ბოლო წლებში მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალშემოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენდა იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 53.5 მლნ ლარის თანადაფინანსებით, 2.836 ჰა ფართობი მოცვის ბაღებია გაშენებული.
მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.
ყველა ახალი ამბავი
0