https://sputnik-georgia.com/20240715/ramdenad-gamchvirvalea-arasamtavroboebi-saqartveloshi-kvleva-289006224.html
რამდენად გამჭვირვალეა არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში: კვლევა
რამდენად გამჭვირვალეა არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში: კვლევა
Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი არ დაემორჩილებიან მის აღსრულებას, განაცხადა დეპუტატმა. 15.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-15T21:00+0400
2024-07-15T21:00+0400
2024-07-15T21:00+0400
საქართველო
ქართული ოცნება
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0e/287905704_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_3f179d49026b53f78b1326e52ab943dd.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციების 97%-ს ფინანსური წლიური ანგარიში არ წარუდგენია, განაცხადა პარლამენტის წევრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დაინიცირებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 8 აპრილს, 474-მა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან მსგავსი კანონის მიღებას. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული ორგანიზაციების გამჭვირვალობა გამოეკვლია. კვლევა 12 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.არასამთავრობო ორგანიზაციები 7 საბაზო კრიტერიუმით შეამოწმეს:კვლევის შედეგებით:„ეს არის საბაზისო კვლევა, რომელიც მოიცავს ძირითად მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენად გამჭვირვალეა ეს ორგანიზაციები, რამდენად ხელმისაწვდომია ამ ორგანიზაციების საქმიანობასთან, დაფინანსებასთან, წყაროებთან, გუნდთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - განაცხადა მიქანაძემ.მისი თქმით, ამ ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი არ დაექვემდებარებიან მის აღსრულებას, რადგანაც მათი გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უკვე მიეწოდება.„შემდგომში გაირკვა, რომ ზოგიერთმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი არ დაემორჩილებიან მის აღსრულებას და არ დარეგისტრირდებიან იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში იქიდან გამომდინარე, რომ ეს კანონი მათთვის მიუღებელია“, - განაცხადა მიქანაძემ.მისი თქმით, კვლევაში წარმოდგენილი ინფორმაცია აბსოლუტურად საბაზისო და ზედაპირულია, რათა ადამიანს ჰქონდეს წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რა არის ორგანიზაცია, რა საქმიანობას ახორციელებს, რა თანხები მიიღო მან და არა სიღრმისეული - რაზე დაიხარჯა ეს თანხები.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი 3 ივნისს შევიდა ძალაში. იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0e/287905704_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_7707fbe6275aedb422c8071aa3265136.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოცნება , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
რამდენად გამჭვირვალეა არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში: კვლევა
არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი არ დაემორჩილებიან მის აღსრულებას, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციების 97%-ს ფინანსური წლიური ანგარიში არ წარუდგენია, განაცხადა პარლამენტის წევრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დაინიცირებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 8 აპრილს, 474-მა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან მსგავსი კანონის მიღებას. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული ორგანიზაციების გამჭვირვალობა გამოეკვლია. კვლევა 12 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
არასამთავრობო ორგანიზაციები 7 საბაზო კრიტერიუმით შეამოწმეს:
აქვს თუ არა ორგანიზაციას ვებგვერდი;
მითითებული აქვს თუ არა დონორი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ან მისი ლოგო;
პროექტები, რომელიც განხორციელებულია ან მიმდინარეა, არის თუ არა საჯარო;
რამდენია გრანტის ოდენობა, რაც მათ თითოეულ პროექტზე აქვთ მიღებული;
რა ხანგრძლივობის არის პროექტი და გრანტი;
აქვთ თუ არა გამოქვეყნებული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში;
ვინ შედის ამ ორგანიზაციის გუნდში.
ორგანიზაციების 51%-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია;
ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო;
ორგანიზაციების 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება;
ორგანიზაციების 97%-ს არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში;
ორგანიზაციების 70%-ს არ აქვ ინფორმაცია საკუთარი გუნდის შესახებ.
„ეს არის საბაზისო კვლევა, რომელიც მოიცავს ძირითად მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენად გამჭვირვალეა ეს ორგანიზაციები, რამდენად ხელმისაწვდომია ამ ორგანიზაციების საქმიანობასთან, დაფინანსებასთან, წყაროებთან, გუნდთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, ამ ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი არ დაექვემდებარებიან მის აღსრულებას, რადგანაც მათი გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უკვე მიეწოდება.
„შემდგომში გაირკვა, რომ ზოგიერთმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი არ დაემორჩილებიან მის აღსრულებას და არ დარეგისტრირდებიან იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში იქიდან გამომდინარე, რომ ეს კანონი მათთვის მიუღებელია“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, კვლევაში წარმოდგენილი ინფორმაცია აბსოლუტურად საბაზისო და ზედაპირულია, რათა ადამიანს ჰქონდეს წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რა არის ორგანიზაცია, რა საქმიანობას ახორციელებს, რა თანხები მიიღო მან და არა სიღრმისეული - რაზე დაიხარჯა ეს თანხები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი 3 ივნისს შევიდა ძალაში. იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.