მოსკოვში სამხედრო კორესპონდენტ ჟურავლიოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა

© photo: Sputnik / Виталий Белоусов / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო კორესპონდენტ ჟურავლიოვის მემორიალური დაფა
სამხედრო კორესპონდენტ ჟურავლიოვის  მემორიალური დაფა - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2024
გამოწერა
სამხედრო კორესპონდენტი 2023 წლის 22 ივლისს სპეცოპერაციის ზონაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მოსკოვში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში დაღუპული РИА Новости-ის სამხედრო კორესპონდენტ როსტისლავ ჟურავლიოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა, იუწყება РИА Новости-ის კორესპონდენტი.
მემორიალურ დაფა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას" შენობის მთავარი შესასვლელის მარცხენა მხარეს განთავსდა, მარჯვენა მხარეს კი განთავსებულია РИА Новости-ის 2014 წელს დაღუპული ფოტოკორესპონდენტ ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური აბრა.
„ერთის მხრივ, ძალზე სევდიანი, მეორე მხრივ კი ძალზე ნათელი დღე გვაქვს. როსტისლავ ჟურავლიოვი ფიზიკურად ბრუნდება ჩვენი სააგენტოს კედლებში და ახალი ენერგიით აგვავსებს. სამწუხაროდ, ჩვენ დიდი დანაკარგი გვაქვს. პირველი გარდაცვლილი სამხედრო კორესპონდენტი იყო ანდრეი სტენინი, ჩვენ მისი სახელი ანდრეი სტენინის სახელობის საერთაშორისო პატრიოტულ-ეროვნული კონკურსის დაფუძნებით უკვდავყავით, დღეს კი დავამტკიცეთ როსტისლავ ჟურავლიოვის სახელობის სახელობითი სტიპენდია, რომელიც გადაეცემა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის, პლეხანოვის უნივერსიტეტის და ეკონომიკის უმაღლესი სკოლის საუკეთესო სტუდენტებს,“, - განაცხადა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას" გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიაზე.
მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის, რადგანაც როსტისლავი ენერგიით აღავსებს ყველა ჟურნალისტს, რომელიც ყოველდღე მოდის სამსახურში.
„და აქ ყოველთვის იქნება ახალი ყვავილები, როგორც ჩვენი მხრიდან აღიარების, პატივისცემისა და აღფრთოვანების ნიშანი იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ბრწყინვალედ შეასრულა თავისი სამოქალაქო, ადამიანური და პროფესიული მოვალეობა", - აღნიშნა კისელიოვმა.
მემორიალური დაფა ივან შელოვ-კოვედიაევმა და ელენა ელაგინამ დაამზადეს. კონცეფცია და დიზაინი შეიმუშავეს მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას" თანამშრომლებმა იგნატ პეტროვმა და ანტონ სტეპანოვმა. მემორიალურ დაფაზე გამოსახულია ჟურავლიოვის პროფილი და წარწერა: „2023 წლის ივლისში, ამ შენობიდან უკანასკნელ შვებულებაში გავიდა РИА Новости-ის სამხედრო კორესპონდენტი, ღირსების ორდენის კავალერი როსტისლავ იგორის ძე ჟურავლიოვი".
როსტისლავ ჟურავლიოვი იყო სამხედრო ჟურნალისტი, РИА Новости-ის პოლიტიკური მიმომხილველი. მან ჟურნალისტის კარიერა 2012 წელს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის შემდეგ დაიწყო. 2014 წელს გააშუქა ყირიმის დაბრუნების მოვლენები, იყო უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში „რუსული გაზაფხულის" მონაწილე. 2014 წლის ივლისიდან დეკემბრამდე იმყოფებოდა ლუგანსკში სამხედრო კონფლიქტის ზონაში. იყო „ინტერბრიგადის" მოხალისე.
იგი РИА Новости-ში 2021 წლიდან მუშაობდა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ჟურავლიოვი შესულია რუსეთის საუკეთესო სამხედრო კორესპონდენტების ათეულში. 2022 წელს ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისას გამბედაობისთვის პრემია „ოქროს კალმის" პრიზით დაჯილდოვდა.
სამხედრო კორესპონდენტი 2023 წლის 22 ივლისს სპეცოპერაციის ზონაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
რადიო Sputnik-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტი ჟურავლიოვი სიკვდილის შემდეგ მამაცობის ორდენით დააჯილდოვა.
ყველა ახალი ამბავი
0