https://sputnik-georgia.com/20240715/londonshi-saqartvelos-gastro-turistul-potencials-gaecnobian-288998033.html
ლონდონში საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან
ლონდონში საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან
Sputnik საქართველო
ფესტივალის მონაწილეები ქართულ ღვინოსთან ერთად ქართულ სამზარეულოს, იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს გაეცნობიან. 15.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-15T15:42+0400
2024-07-15T15:42+0400
2024-07-15T15:42+0400
საქართველო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
დიდი ბრიტანეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23965/55/239655564_0:273:5231:3215_1920x0_80_0_0_812eecbe9302017c59b1584326a7300b.jpg
თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე - The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე წარდგება, რომელიც 20-21 ივლისს გაიმართება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ადმინისტრაციის ცნობით, ლონდონის გასტრონომიულ ფესტივალზე, რომელსაც 6 ათასზე მეტი სტუმარი დაესწრება, „მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen მოეწყობა.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობას მიიღებს შეხვედრებსა და დისკუსიებშიც. გაიმართება სპეციალური ღონისძიებები A Taste of Georgia და Georgia The home of wine.The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან ქვეყანას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.The National Geographic Traveller-ის გასტრონომიული ფესტივალი, რომელიც 2019 წლიდან ტარდება, მთელი მსოფლიოდან პოპულარულ შეფებსა და კულინარიის ექსპერტებს მასპინძლობს. ფესტივალში წელს მთელი მსოფლიოდან 50-მდე ორგანიზაცია და კომპანია, 60-მდე შეფი და სპიკერი მონაწილეობს.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23965/55/239655564_290:0:4939:3487_1920x0_80_0_0_4950c759528e8c46c766528bd0b4ed00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
ლონდონში საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან
ფესტივალის მონაწილეები ქართულ ღვინოსთან ერთად ქართულ სამზარეულოს, იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს გაეცნობიან.
თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე - The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე წარდგება, რომელიც 20-21 ივლისს გაიმართება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციის
ცნობით, ლონდონის გასტრონომიულ ფესტივალზე, რომელსაც 6 ათასზე მეტი სტუმარი დაესწრება, „მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen მოეწყობა.
ფესტივალზე ქართული მრავალფეროვანი სამზარეულო და ქვევრის ნატურალური ღვინო იქნება წარმოდგენილი - ქართველი შეფები და სომელიეები მონაწილეებს ქართულ კერძებსა და ღვინოს გააცნობენ. კერძოდ, 20 და 21 ივლისს ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ფესტივალის მონაწილეებს ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს გააცნობენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია კი ქართული ღვინის დეგუსტაციას მოაწყობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობას მიიღებს შეხვედრებსა და დისკუსიებშიც. გაიმართება სპეციალური ღონისძიებები A Taste of Georgia და Georgia The home of wine.
The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან ქვეყანას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
The National Geographic Traveller-ის გასტრონომიული ფესტივალი, რომელიც 2019 წლიდან ტარდება, მთელი მსოფლიოდან პოპულარულ შეფებსა და კულინარიის ექსპერტებს მასპინძლობს. ფესტივალში წელს მთელი მსოფლიოდან 50-მდე ორგანიზაცია და კომპანია, 60-მდე შეფი და სპიკერი მონაწილეობს.