https://sputnik-georgia.com/20240715/giorgi-miqautadzes-oqros-bucis-mopovebas-ulocaven-288996068.html
საქართველოს პირველი პირები გიორგი მიქაუტაძეს „ოქროს ბუცის“ მოპოვებას ულოცავენ
საქართველოს პირველი პირები გიორგი მიქაუტაძეს „ოქროს ბუცის“ მოპოვებას ულოცავენ
Sputnik საქართველო
გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. 15.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-15T12:13+0400
2024-07-15T12:13+0400
2024-07-15T12:13+0400
საქართველო
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288484370_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_c60c99b81a15ae549488af29e017c968.jpg
თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. საქართველოს პირველი პირები საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს „ოქროს ბუცის“ მოპოვებას ულოცავენ.23 წლის გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა. ტურნირის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საუკეთესო მეგოლე ქართველი ფეხბურთელი გახდა.გიორგი მიქაუტაძეს „ოქროს ბუცის“ მოპოვება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიულოცა.მიქაუტაძეს „ოქროს ბუცის“ მოპოვება მიულოცა თბილისის მერმა კახა კალაძემაც.საქართველოს ნაკრებსა და გიორგი მიქაუტაძეს წარმატებას ულოცავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც.UEFA-ს გადაწყვეტილებით, თუ ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდებოდა, „ოქროს ბუცი" ჯილდოს სახით, ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემოდა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა ექნებოდა.საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე გაკპოსთან, ოლმოსთან, კეინთან, მუსიალასთან და შრანცთან ერთად 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა- ნაკრები მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა.ქართველმა თავდამსხმელმა სამივე ჯგუფურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი – თურქეთთან, ჩეხეთთან, პორტუგალიასთან სამი გოლი გაიტანა,ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და მერვედფინალამდე ლიდერობდა.გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის პრემიერ-ლიგაში მოთამაშე „ვესტ ჰემის" კლუბი მზადაა მიქაუტაძის ტრანსფერის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. ქართველი თავდამსხმელით ასევე „მონაკო“, „ლიონი“ და „ლანსიც“ არიან დაინტერესებულნი. როგორც ადრე ქართული მედია იუწყებოდა, მიქაუტაძემ „მონაკოსთან" კონტრაქტი პირადად შეათანხმა.ივლისის დასაწყისში „მეცმა" მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსიდან" გამოისყიდა.2023 წლის ზაფხულში მიქაუტაძე „მეციდან" „აიაქსში" გადავიდა (ტრანსფერი -16 მლნ ევრო) - მიქაუტაძემ „აიაქსის" შემადგენლობაში ექვსი მატჩი ჩაატარა და არცერთი გოლი არ გაუტანია, რის შემდეგაც იჯარის უფლებიც კვლავ „მეცში" დაბრუნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288484370_211:0:2942:2048_1920x0_80_0_0_3a059d7265d0076b23bf39485ff04530.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
საქართველოს პირველი პირები გიორგი მიქაუტაძეს „ოქროს ბუცის“ მოპოვებას ულოცავენ
გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. საქართველოს პირველი პირები საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს „ოქროს ბუცის“ მოპოვებას ულოცავენ.
23 წლის გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა. ტურნირის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საუკეთესო მეგოლე ქართველი ფეხბურთელი გახდა.
გიორგი მიქაუტაძეს „ოქროს ბუცის“ მოპოვება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიულოცა.
„ვულოცავ გიორგი მიქაუტაძეს და ვულოცავ საქართველოს! ჩვენმა ნაკრებმა ისტორია დაწერა“, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
მიქაუტაძეს „ოქროს ბუცის“ მოპოვება მიულოცა თბილისის მერმა კახა კალაძემაც.
„გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. ვულოცავ ჟორჟს და მთელ საქართველოს“, - დაწერა მერმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს ნაკრებსა და გიორგი მიქაუტაძეს წარმატებას ულოცავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც.
„ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითოეულ წევრს! ისტორია დაწერილია", - დაწერა მდინარაძემ.
UEFA-ს გადაწყვეტილებით, თუ ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდებოდა, „ოქროს ბუცი" ჯილდოს სახით, ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემოდა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა ექნებოდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე გაკპოსთან, ოლმოსთან, კეინთან, მუსიალასთან და შრანცთან ერთად 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა- ნაკრები მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა.
ქართველმა თავდამსხმელმა სამივე ჯგუფურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი – თურქეთთან, ჩეხეთთან, პორტუგალიასთან სამი გოლი გაიტანა,ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და მერვედფინალამდე ლიდერობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის პრემიერ-ლიგაში მოთამაშე „ვესტ ჰემის" კლუბი მზადაა მიქაუტაძის ტრანსფერის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. ქართველი თავდამსხმელით ასევე „მონაკო“, „ლიონი“ და „ლანსიც“ არიან დაინტერესებულნი. როგორც ადრე ქართული მედია იუწყებოდა, მიქაუტაძემ „მონაკოსთან" კონტრაქტი პირადად შეათანხმა.
ივლისის დასაწყისში „მეცმა" მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსიდან" გამოისყიდა.
2023 წლის ზაფხულში მიქაუტაძე „მეციდან" „აიაქსში" გადავიდა (ტრანსფერი -16 მლნ ევრო) - მიქაუტაძემ „აიაქსის" შემადგენლობაში ექვსი მატჩი ჩაატარა და არცერთი გოლი არ გაუტანია, რის შემდეგაც იჯარის უფლებიც კვლავ „მეცში" დაბრუნდა.