გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა

© Courtesy of Nakrebiგიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2024
გამოწერა
გიორგი მიქაუტაძემ ევრო2024-ზე სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, 23 წლის გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.
ტურნირის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საუკეთესო მეგოლე ქართველი ფეხბურთელი გახდა. გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა, ისევე როგორც კიდევ ხუთმა სხვა მოთამაშემ.
ევრო 2024-ის „ოქროს ბუცის“ მფლობელები გახდნენ:
გიორგი მიქაუტაძე, საქართველო 3 (4 მატჩი)
ივან შრანცი, სლოვაკეთი 3 (4 მატჩი)
ჯამალ მუსიალა გერმანია 3 (5 მატჩი)
ჰარი კეინი, ინგლისი 3 (6 მატჩი)
დანი ოლმო, ესპანეთი 3 (6 მატჩი)
კოდი გაკპო, ნიდერლანდები 3 (6 მატჩი)
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა - ნაკრები მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა.
ქართველმა თავდამსხმელმა სამივე ჯგუფურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი – თურქეთთან, ჩეხეთთან, პორტუგალიასთან სამი გოლი გაიტანა, ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და მერვედფინალამდე ლიდერობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის პრემიერ-ლიგაში მოთამაშე „ვესტ ჰემის" კლუბი მზადაა მიქაუტაძის ტრანსფერის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. ქართველი თავდამსხმელით ასევე „მონაკო“, „ლიონი“ და „ლანსიც“ არიან დაინტერესებული. როგორც ადრე ქართული მედია იუწყებოდა, მიქაუტაძემ „მონაკოსთან" კონტრაქტი პირადად შეათანხმა.
ივლისის დასაწყისში „მეცმა" მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსიდან" გამოისყიდა.
2023 წლის ზაფხულში მიქაუტაძე „მეციდან" „აიაქსში" გადავიდა (ტრანსფერი -16 მლნ ევრო) - მიქაუტაძემ „აიაქსის" შემადგენლობაში ექვსი მატჩი ჩაატარა და არცერთი გოლი არ გაუტანია, რის შემდეგაც იჯარის უფლებიც კვლავ „მეცში" დაბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0