https://sputnik-georgia.com/20240715/dges-vlaqernoba-aginishneba-288995059.html
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნობას აღნიშნავს
Sputnik საქართველო
ვლაქერნობა მაცხოვრის დედის შესამოსელისათვის საგანგებოდ აშენებულ ტაძარში მისი პატიოსანი სამოსლის დადებას უკავშირდება. 15.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-15T14:00+0400
2024-07-15T14:00+0400
2024-07-15T14:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264701389_0:0:3265:1836_1920x0_80_0_0_71104bb14d0f604139ccd4ffc4a9267e.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს — ვლაქერნობას აღნიშნავს.ვლაქერნა კონსტანტინოპოლში ზღვისპირა ადგილია, სადაც ქრისტიანული სამყაროს ეს დიდი დღესასწაული დამკვიდრდა, რომელიც მაცხოვრის დედის შესამოსელისათვის საგანგებოდ აშენებულ ტაძარში მისი პატიოსანი სამოსლის დადებას უკავშირდება.კერძოდ, 458 წლის 15 ივლისს კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა გენადიმ ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით დააბრძანა ტაძარში. შემდგომში ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყლის ნაწილიც. მას შემდეგ კი, რაც ოსმალებმა ბიზანტია დაიპყრეს, უდიდესმა სიწმინდეებმა სამეგრელოში გადაინაცვლა და დადიანების საგვარეულო საგანძურში დაივანა.ამჟამად ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი — ზუგდიდში, ისტორიულ მუზეუმში. მორწმუნეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 15 ივლისს აქვთ საშუალება მიეახლონ და თაყვანი სცენ მას.დღეს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება. ღვთისმშობლის კვართს, ტრადიციისამებრ, ზუგდიდის მუზეუმიდან საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ. პროცესს სასულიერო პირებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს კუთხეებიდან ჩასული მომლოცველები დაესწრებიან.მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ ქრისტიანული სამყაროს ამ უდიდეს სიწმინდეს.ვლაქერნობა საერთო სახალხო დღესასწაულად საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264701389_212:0:2943:2048_1920x0_80_0_0_83fbd29ba0c2f21aedde6039a4fcfa04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნობას აღნიშნავს
ვლაქერნობა მაცხოვრის დედის შესამოსელისათვის საგანგებოდ აშენებულ ტაძარში მისი პატიოსანი სამოსლის დადებას უკავშირდება.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს — ვლაქერნობას აღნიშნავს.
ვლაქერნა კონსტანტინოპოლში ზღვისპირა ადგილია, სადაც ქრისტიანული სამყაროს ეს დიდი დღესასწაული დამკვიდრდა, რომელიც მაცხოვრის დედის შესამოსელისათვის საგანგებოდ აშენებულ ტაძარში მისი პატიოსანი სამოსლის დადებას უკავშირდება.
კერძოდ, 458 წლის 15 ივლისს კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა გენადიმ ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით დააბრძანა ტაძარში. შემდგომში ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყლის ნაწილიც. მას შემდეგ კი, რაც ოსმალებმა ბიზანტია დაიპყრეს, უდიდესმა სიწმინდეებმა სამეგრელოში გადაინაცვლა და დადიანების საგვარეულო საგანძურში დაივანა.
ამჟამად ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი — ზუგდიდში, ისტორიულ მუზეუმში. მორწმუნეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 15 ივლისს აქვთ საშუალება მიეახლონ და თაყვანი სცენ მას.
დღეს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება. ღვთისმშობლის კვართს, ტრადიციისამებრ, ზუგდიდის მუზეუმიდან საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ. პროცესს სასულიერო პირებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს კუთხეებიდან ჩასული მომლოცველები დაესწრებიან.
მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ ქრისტიანული სამყაროს ამ უდიდეს სიწმინდეს.
ვლაქერნობა საერთო სახალხო დღესასწაულად საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა.