https://sputnik-georgia.com/20240715/baslainze-gadaadgilebas-motociklebi-da-mopedebic-shezleben-289007329.html
ე.წ. ბასლაინზე გადაადგილებას მოტოციკლები და მოპედებიც შეძლებენ
ე.წ. ბასლაინზე გადაადგილებას მოტოციკლები და მოპედებიც შეძლებენ
Sputnik საქართველო
მოტოციკლებისა და მოპედების საავტობუსო ზოლებში მოძრაობის დაშვების ერთ- ერთი მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. 15.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-15T21:51+0400
2024-07-15T21:51+0400
2024-07-15T21:51+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280692453_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_d0c2445a8729d7197462a3410d098ba8.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში - ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება ტაქსებთან ერთად, შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიეცეს, შესაბამისი ცვლილებები პარლამენტი ბიუროს სხდომაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატებმა დააინიცირეს.ცვლილების ინიციატორების განმარტებით, მოტოციკლებისა და მოპედების ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება დაშვებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში: ვენაში, მადრიდში, ბარსელონასა და სტოკჰოლმში.გარდა ამისა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა.პროექტის თანახმად, თბილისის საავტომობილო გზებზე, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილისა და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს როგორც M3 (სამგზავრო), N2 და N3 (სატვირთო)კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების, ისე T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 3 ათას ლარს შეადგენს.როგორც ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, თბილისის საკრებულო წარადგენს შესაბამის წესებსა და პირობებს, რომლითაც მოტოციკლები და მოპედები საავტობუსე ზოლზე გადაადგილდებას შეძლებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280692453_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_e11c9fc98fbeec7a1e578a9c3848e8ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
ე.წ. ბასლაინზე გადაადგილებას მოტოციკლები და მოპედებიც შეძლებენ
მოტოციკლებისა და მოპედების საავტობუსო ზოლებში მოძრაობის დაშვების ერთ- ერთი მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში - ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება ტაქსებთან ერთად, შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიეცეს, შესაბამისი ცვლილებები პარლამენტი ბიუროს სხდომაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატებმა დააინიცირეს.
ცვლილების ინიციატორების განმარტებით, მოტოციკლებისა და მოპედების ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება დაშვებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში: ვენაში, მადრიდში, ბარსელონასა და სტოკჰოლმში.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც საგზაო შემთხვევებს მკვეთრად ამცირებს", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
გარდა ამისა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა.
პროექტის თანახმად, თბილისის საავტომობილო გზებზე, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილისა და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს როგორც M3 (სამგზავრო), N2 და N3 (სატვირთო)კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების, ისე T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
იგივე ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 3 ათას ლარს შეადგენს.
როგორც ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, თბილისის საკრებულო წარადგენს შესაბამის წესებსა და პირობებს, რომლითაც მოტოციკლები და მოპედები საავტობუსე ზოლზე გადაადგილდებას შეძლებენ.