https://sputnik-georgia.com/20240715/baga-bagebshi-registraciis-meore-etapi-daiwyo-288996640.html
დღეს თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო
დღეს თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო
Sputnik საქართველო
რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე განხორციელდება. 15.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-15T15:13+0400
2024-07-15T15:13+0400
2024-07-15T15:13+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23900/94/239009456_4:0:2045:1148_1920x0_80_0_0_3b1f4c8ba975f4930af2fb23a8867f35.jpg
თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო.რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, 15 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყო და 21 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.geმეორე ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები.რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომელიც 8 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა, პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები დარეგისტრირდნენ, მათ შორის ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 ათას ქულას; ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; გ) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; დ) მარტოხელა მშობლის შვილები; ე) მრავალშვილიანი ოჯახის შვილები ან/და ნაშვილები; ვ) სამხედრო მოსამსახურეების შვილები; ზ) საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები; თ) საჯარო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, ის ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 22 ივლისს, 10:00 საათზე.რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 16 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.თბილისის ტერიტორიაზე 180-ზე მეტი სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23900/94/239009456_259:0:1790:1148_1920x0_80_0_0_cd7d945f6d23f8bc9d7a6e0a4e367989.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
დღეს თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო
რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე განხორციელდება.
თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, 15 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყო და 21 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge
მეორე ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომელიც 8 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა, პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები დარეგისტრირდნენ, მათ შორის ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 ათას ქულას; ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; გ) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; დ) მარტოხელა მშობლის შვილები; ე) მრავალშვილიანი ოჯახის შვილები ან/და ნაშვილები; ვ) სამხედრო მოსამსახურეების შვილები; ზ) საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები; თ) საჯარო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.
რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, ის ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 22 ივლისს, 10:00 საათზე.
რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 16 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.
თბილისის ტერიტორიაზე 180-ზე მეტი სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.