1-ელი ოქტომბრიდან გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 ათას ლარამდე გაიზრდება

© photo: Sputnik / Виталий Тимкив / გადასვლა მედიაბანკშიტანკერი
ტანკერი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2024
გამოწერა
საქართველოში შავი ზღვის დაბინძურებისთვის ჯარიმების გაზრდა მიზნად ისახავს ზღვის დაბინძურების კუთხით ჯარიმების ჰარმონიზაციას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქციები მკაცრდება - 1-ელი ოქტომბრიდან გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 ათასი ლარი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც შავი ზღვის დაბინძურების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შევიდა.
„ცვლილების თანახმად, 65 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა ჯარიმა გემიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში შავი ზღვის დაბინძურებისთვის ჯარიმების გაზრდა მიზნად ისახავს ზღვის დაბინძურების კუთხით ჯარიმების ჰარმონიზაციას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან.
დეპარტამენტის ცნობით, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით დადგინდა, რომ ამ ქვეყნებში, საქართველოსთან შედარებით, მკვეთრად მაღალი საჯარიმო სანქციებია.
ყველა ახალი ამბავი
0