https://sputnik-georgia.com/20240714/swavleba-partniori-2024-dasrulda-288990962.html
უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024” დასრულდა
უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024” დასრულდა
Sputnik საქართველო
სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწას. 14.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-14T18:09+0400
2024-07-14T18:09+0400
2024-07-14T18:09+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250961001_89:94:1854:1087_1920x0_80_0_0_7f3a6b26cbbce0994e43a18f7004d767.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებული უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.წვრთნები, რომელიც ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში 8-14 ივლისის პერიოდში გაიმართა, საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისული სიტუაციების დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და გაღრმავებას ისახავდა მიზნად. საჩვენებელი სწავლება სიმულაციური სცენარის მიხედვით ხანძარზე და წყალდიდობაზე რეაგირების ოპერაციებს მოიცავდა.უწყებათაშორისი სწავლება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა. სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით პოლონეთის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალების, ასევე, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. „პარტნიორი 2024“-ის დახურვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ასევე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250961001_141:234:1278:1087_1920x0_80_0_0_a0a5a43f9d705e3361194d014f902906.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024” დასრულდა
სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწას.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებული უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
წვრთნები, რომელიც ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში 8-14 ივლისის პერიოდში გაიმართა, საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისული სიტუაციების დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და გაღრმავებას ისახავდა მიზნად. საჩვენებელი სწავლება სიმულაციური სცენარის მიხედვით ხანძარზე და წყალდიდობაზე რეაგირების ოპერაციებს მოიცავდა.
„პარტნიორი 2024“-ში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სწავლებაში ასევე ჩართული იყვნენ სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უწყებათაშორისი სწავლება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა. სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით პოლონეთის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალების, ასევე, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„პარტნიორი 2024“-ის დახურვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ასევე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.