„შავი ლომის” „ჩელენჯ თასის" განრიგი ცნობილია

© Facebook / Black Lionრაგბი
რაგბი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2024
გამოწერა
ქართული გუნდი ტურნირში მეორედ მიიღებს მონაწილეობას
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი" „ჩელენჯ თასის" მეორე სეზონის ჩასატარებლად ემზადება, იუწყება საქართველოს რაგბის ფედერაცია.
წილისყრის შედეგად ქართული გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ფრანგული „ბაიონა” და „ვანი", შოტლანდიური „ედინბურგი” და უელსური „სკარლეტსი” ეყოლება.
„შავი ლომის” 2024/25 წლების სეზონის მატჩების განრიგი:
7 დეკემბერი, თბილისი „შავი ლომი" — „ვანი",
15 დეკემბერი, ლანელი, „სკარლეტსი" — „შავი ლომი",
11 იანვარი, თბილისი „შავი ლომი" — „ბაიონა",
19 იანვარი, ედინბურგი „ედინბურგი" — „შავი ლომი".
„ჩელენჯ თასი" მეორე უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკლუბო ტურნირია ევროპაში. თასის ძირითად გათამაშებაში 20 გუნდი მონაწილეობს. ტურნირი ოქტომბერში დაიწყება და მაისში დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0