https://sputnik-georgia.com/20240714/qartul-ocnebashi-trampze-tavdasxma-dagmes-288989485.html
ამერიკელი ხალხის გვერდით ვართ: ხელისუფლების პირველი პირები ტრამპზე თავდასხმას ეხმაურებიან
ამერიკელი ხალხის გვერდით ვართ: ხელისუფლების პირველი პირები ტრამპზე თავდასხმას ეხმაურებიან
Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. 14.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-14T15:00+0400
2024-07-14T15:00+0400
2024-07-14T15:00+0400
საქართველო
აშშ
შემთხვევები
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280820208_0:244:3072:1972_1920x0_80_0_0_7d808f1c5fd00a24728cad6c69346f88.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მომხდარ თავდასხმას საქართველოს პირველი პირები გამოეხმაურნენ. „რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს. თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები რამდენიმე ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. პოლიტიკოსს ტყვია მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში მოხვდა. სროლის შედეგად შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.პრეზიდენტ ტრამპს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და მისი ოჯახის მიმართ სოლიდარობა გამოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.როგორც New York Post საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. გამოცემა იუწყება, რომ თავდამსხმელი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს - ჯერჯერობით დადგენილი არ არის ტრამპზე თავდასხმის მოტივი.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280820208_199:0:2930:2048_1920x0_80_0_0_f09b603af56a174e12bc5f5aab316970.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , შემთხვევები, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , შემთხვევები, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
ამერიკელი ხალხის გვერდით ვართ: ხელისუფლების პირველი პირები ტრამპზე თავდასხმას ეხმაურებიან
დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მომხდარ თავდასხმას საქართველოს პირველი პირები გამოეხმაურნენ.
„რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს. თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები რამდენიმე ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. პოლიტიკოსს ტყვია მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში მოხვდა. სროლის შედეგად შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
„ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!" - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე.
პრეზიდენტ ტრამპს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და მისი ოჯახის მიმართ სოლიდარობა გამოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ღრმად შეშფოთებული ვარ ძალადობით, რომელმაც კინაღამ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის, სიცოცხლე იმსხვერპლა, პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს რადიკალური და ექსტრემისტული ძალადობა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვართ!”, -დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც
New York Post საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. გამოცემა იუწყება, რომ თავდამსხმელი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს - ჯერჯერობით დადგენილი არ არის ტრამპზე თავდასხმის მოტივი.