კათალიკოს-პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ ათასზე მეტი ბავშვი გახდა

© photo: Sputnikნათლობა
ნათლობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2024
გამოწერა
პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში რიგით 69-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლული კიდევ 1,2 ათასი ბავშვი გახდა. ამ დროისათვის პატრიარქს 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეკუთვნის. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლავს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0