https://sputnik-georgia.com/20240714/donald-trampsis-mkvleloba-scades-288988958.html
ვინ არის დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი - FBI-მ ვინაობა გაასაჯაროვა
ვინ არის დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი - FBI-მ ვინაობა გაასაჯაროვა
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტზე თავდასხმის შედეგად შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. 14.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-14T11:22+0400
2024-07-14T11:22+0400
2024-07-14T11:22+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/09/284093992_0:155:2964:1822_1920x0_80_0_0_c17df25f9c4969b81b1191bdbe843ecb.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს. თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები რამდენიმე ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. პოლიტიკოსს ტყვია მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში მოხვდა. სროლის შედეგად შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.როგორც New York Post საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.„გასროლა მოხდა სცენიდან 130 იარდის (100 მეტრზე - რედ.) დაშორებით მდებარე საწარმოს სახურავიდან. როდესაც ტრამპი სცენიდან გაჰყავდათ, მან მუშტი ასწია. თავდამსხმელი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს“, - იუწყება გამოცემა.როგორც გამოცემა წერს, ჯერჯერობით დადგენილი არ არის ტრამპზე თავდასხმის მოტივი.ამასთან, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოპონენტზე თავდასხმის გამო საკუთარი შვებულება შეწყვიტა. ტრამპთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ადგილი არ არის.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/09/284093992_165:0:2800:1976_1920x0_80_0_0_2c00ef43f01c8c84439da325f8d22fa7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , შემთხვევები, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , შემთხვევები, ახალი ამბები
ვინ არის დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი - FBI-მ ვინაობა გაასაჯაროვა
ექს-პრეზიდენტზე თავდასხმის შედეგად შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს. თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები რამდენიმე ამერიკულმა მედიამ გაავრცელა.
პოლიტიკოსს ტყვია მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში მოხვდა. სროლის შედეგად შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
როგორც
New York Post საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.
„გასროლა მოხდა სცენიდან 130 იარდის (100 მეტრზე - რედ.) დაშორებით მდებარე საწარმოს სახურავიდან. როდესაც ტრამპი სცენიდან გაჰყავდათ, მან მუშტი ასწია. თავდამსხმელი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს“, - იუწყება გამოცემა.
როგორც გამოცემა წერს, ჯერჯერობით დადგენილი არ არის ტრამპზე თავდასხმის მოტივი.
ამასთან, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოპონენტზე თავდასხმის გამო საკუთარი შვებულება შეწყვიტა. ტრამპთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ადგილი არ არის.