https://sputnik-georgia.com/20240714/15-ivliss-respublikis-moedanze-transportis-mozraoba-sheizgudeba-288988607.html
15 ივლისს რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
15 ივლისს რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 15 ივლისის 01:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს. 14.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-14T12:48+0400
2024-07-14T12:48+0400
2024-07-14T12:48+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264635900_0:317:3079:2048_1920x0_80_0_0_a9940f5b6e981ba431def802a5b6bac2.jpg
თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. პირველი რესპუბლიკის მოედანზე 15 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო, ქალაქის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ივლისის 01:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.ამ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება კოსტავას ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს, ხოლო მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაადგილდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე, ლაღიძის ქუჩით მოხვდება რუსთაველის გამზირზე, მოუხვევს ზეთისხილის ხესთან, საიდანაც უკვე არსებული მარშრუტით იმოძრავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264635900_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_6fdc85a713385cb706e14085ea18a3d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
15 ივლისს რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 15 ივლისის 01:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.
თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. პირველი რესპუბლიკის მოედანზე 15 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო, ქალაქის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ივლისის 01:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.
ამ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება კოსტავას ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს, ხოლო მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაადგილდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე, ლაღიძის ქუჩით მოხვდება რუსთაველის გამზირზე, მოუხვევს ზეთისხილის ხესთან, საიდანაც უკვე არსებული მარშრუტით იმოძრავებს.