https://sputnik-georgia.com/20240713/saprokuroro-sabwom-genprokuroris-kandidati-searcia-288984579.html
საპროკურორო საბჭომ გენპროკურორის კანდიდატი შეარჩია
საპროკურორო საბჭომ გენპროკურორის კანდიდატი შეარჩია
Sputnik საქართველო
თანამდებობა ვაკანტური 23 მაისს გახდა, მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. 13.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-13T14:48+0400
2024-07-13T14:48+0400
2024-07-13T14:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარედგინება - გადაწყვეტილება საპროკურორო საბჭომ მიიღო.აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური 23 მაისს გახდა, მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.კანდიდატის სტატუსის პრეტენდენტები იყვნენ ასევე ადვოკატები დარეჯან ბუცხრიკიძე და ვიქტორ ახალბედაშვილი. საპროკურორო საბჭოს კენჭისყრის შედეგებით, გაბიტაშვილმა 12-დან 11 ხმა მიიღო და მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.გენერალური პროკურორობისთვის გაბიტაშვილს მხოლოდ დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. ის კომიტეტის წინაშე 16 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე წარდგება.გიორგი გაბიტაშვილი კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი“ და აკადემიური და იურიდიული წრეების წევრებმა წარადგინეს.გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა.ის გენერალურ პროკურატურაში 2007 წლიდან მუშაობს. 2005 წლიდან 2007 წლამდე თბილისისა და მცხეთის პროკურატურებში სტაჟირების შემდეგ, 2007 წელს იყო პროკურორი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.2009 წელს გახდა ამ პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, სადაც 2013 წლამდე მუშაობდა.2013 წელს, 14 იანვრიდან 13 ივნისის ჩათვლით, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს პარლამენტი
საპროკურორო საბჭომ გენპროკურორის კანდიდატი შეარჩია
თანამდებობა ვაკანტური 23 მაისს გახდა, მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარედგინება - გადაწყვეტილება საპროკურორო საბჭომ მიიღო.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური 23 მაისს გახდა, მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
კანდიდატის სტატუსის პრეტენდენტები იყვნენ ასევე ადვოკატები დარეჯან ბუცხრიკიძე და ვიქტორ ახალბედაშვილი. საპროკურორო საბჭოს კენჭისყრის შედეგებით, გაბიტაშვილმა 12-დან 11 ხმა მიიღო და მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
გენერალური პროკურორობისთვის გაბიტაშვილს მხოლოდ დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. ის კომიტეტის წინაშე 16 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე წარდგება.
გიორგი გაბიტაშვილი კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი“ და აკადემიური და იურიდიული წრეების წევრებმა წარადგინეს.
გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა.
ის გენერალურ პროკურატურაში 2007 წლიდან მუშაობს. 2005 წლიდან 2007 წლამდე თბილისისა და მცხეთის პროკურატურებში სტაჟირების შემდეგ, 2007 წელს იყო პროკურორი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.
2009 წელს გახდა ამ პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, სადაც 2013 წლამდე მუშაობდა.
2013 წელს, 14 იანვრიდან 13 ივნისის ჩათვლით, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად.