პრემიერი: ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებები „ოცნების“ გამარჯვებას ხელს ვერ შეუშლის

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2024
გამოწერა
პრემიერის თქმით, ოპოზიციის გაერთიანება მისი დაბალი რეიტინგებით არის განპირობებული.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ოპოზიციის ფლანგზე გადაჯგუფება ხელს არ შეუშლის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას, რომელსაც მაღალი რეიტინგი აქვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
დღეისათვის გამოიკვეთა ოპოზიციური ძალების სამი დიდი გაერთიანება: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და 28 კონსერვატიული პარტიის გაერთიანება.
„დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი, ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს, თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენს გამარჯვებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ოპოზიციის გაერთიანება მისი დაბალი რეიტინგებით არის განპირობებული.
„რეალური მოცემულობა, დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ასეთი, რაც ყველამ იცოდა, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ ლახავდა საარჩევნო ბარიერს. ასეთ პირობებში ისინი რომ ცდილობენ შერწყმას, ეს არის ლოგიკური. მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ გადალახონ რამენაირად ბარიერი“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ყველა ახალი ამბავი
0