https://sputnik-georgia.com/20240713/kobaxize-amerikastan-urtiertobebi-2025-wlidan-seicvleba-288986477.html
კობახიძე: ამერიკასთან ურთიერთობები 2025 წლიდან შეიცვლება
კობახიძე: ამერიკასთან ურთიერთობები 2025 წლიდან შეიცვლება
Sputnik საქართველო
საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაჯანსაღებას და გადატვირთვას საჭიროებს, ხოლო ამერიკის ბოლო გადაწყვეტილებები ამას ხელს არ უწყობს, განაცხადა... 13.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-13T20:10+0400
2024-07-13T20:10+0400
2024-07-13T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_95e484a145542d42adcaff5beae95f28.jpg
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მომავალი წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს მიერ „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები შემოიღეს და საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადეს.მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაჯანსაღებას და გადატვირთვას საჭიროებს, ხოლო ამერიკის ბოლო გადაწყვეტილებები ამას ხელს არ უწყობს, განაცხადა პრემიერმა.„3-4 წლის მანძილზე საქართველოში ისეთი სახით განვითარდა პროცესები, რომ თვისებრივად შეიქმნა გარკვეული სირთულეები ურთიერთობებში, ამ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება. ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთელმა დასავლეთმა - იმ არგუმენტით, რომ ეს კანონი დასავლურ ღირებულებას არ შეესაბამება.აშშ-ის გარდა, ევროკავშირმა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და თავდაცვის სამინისტროს 30 მლნ ევრო გაუყინა. ნატოს სამიტის შემდეგ დეკლარაციაში კი არ შევიდა ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_382:200:1892:1333_1920x0_80_0_0_9d8211a3c0ca93e2293c9b505c0ef367.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ირაკლი კობახიძე
კობახიძე: ამერიკასთან ურთიერთობები 2025 წლიდან შეიცვლება
საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაჯანსაღებას და გადატვირთვას საჭიროებს, ხოლო ამერიკის ბოლო გადაწყვეტილებები ამას ხელს არ უწყობს, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მომავალი წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მიერ „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები შემოიღეს და საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადეს.
„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები დაიწყებს თვისობრივად გაჯანსაღებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაჯანსაღებას და გადატვირთვას საჭიროებს, ხოლო ამერიკის ბოლო გადაწყვეტილებები ამას ხელს არ უწყობს, განაცხადა პრემიერმა.
„3-4 წლის მანძილზე საქართველოში ისეთი სახით განვითარდა პროცესები, რომ თვისებრივად შეიქმნა გარკვეული სირთულეები ურთიერთობებში, ამ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება. ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთელმა დასავლეთმა - იმ არგუმენტით, რომ ეს კანონი დასავლურ ღირებულებას არ შეესაბამება.
აშშ-ის გარდა, ევროკავშირმა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და თავდაცვის სამინისტროს 30 მლნ ევრო გაუყინა. ნატოს სამიტის შემდეგ დეკლარაციაში კი არ შევიდა ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.