თურქეთიდან საქართველოში ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა სცადეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2024
გამოწერა
სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მებაჟე ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 160 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22.310 ლარი შეადგინა.
სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 22.310 ლარის ოდენობით განესაზღვრათ.
ყველა ახალი ამბავი
0