რის ხარჯზე დასტაბილურდა ლარის კურსი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerასლარიანი კუპიურები
ასლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2024
გამოწერა
ვალუტის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან სამ სავალუტო აუქციონზე რეზერვებიდან 168,7 მილიონი დოლარი გაყიდა.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა სწრაფი ეკონომიკური ზრდის გამო, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის ეფექტური პოლიტიკის წყალობით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე.
ოპოზიცია აკეთებდა განცხადებებს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელ კრიზისზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე. ნეგატიური პროგნოზების მიზეზი გახდა 14 მაისიდან ლარის გაუფასურება და ასევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ დღეში საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკის - TBC-ისა და „საქართველოს ბანკის" აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა -15% და 20%, შესაბამისად. 14 მაისიდან, კანონის მიღების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში ლარი 7%-ით გაუფასურდა და 14 ივნისს უმაღლესს ნიშნულს (2,8693 GEL/$1) მიაღწია. მას შემდეგ ვალუტა მყარდება და უკვე 12 ივლისს ლარის კურსმა დოლარის მიმართ 2,7233 GEL/$ შეადგინა.
„ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა სწრაფი ეკონომიკური ზრდის წყალობით, ასევე ეფექტიანი მართვის პოლიტიკის წყალობით, ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პრაქტიკულად პირვანდელ ნიშნულს“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს პროცესის ეფექტური მართვის, რამაც საბოლოო ჯამში ლარის სტაბილურობა უზრუნველყო.
ლარის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან სამ სავალუტო აუქციონზე რეზერვებიდან 168,7 მლნ დოლარი გაყიდა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0