https://sputnik-georgia.com/20240712/daxmarebis-secereba-qartuli-jaristvis-ciqovanma-dasavletis-gadawyvetileba-seafasa-288971349.html
დახმარების შეჩერება ქართული ჯარისთვის: ჩიქოვანმა დასავლეთის გადაწყვეტილება შეაფასა
დახმარების შეჩერება ქართული ჯარისთვის: ჩიქოვანმა დასავლეთის გადაწყვეტილება შეაფასა
Sputnik საქართველო
მიზეზად დასახელდა საქართველოში მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ და ანტიდასავლური რიტორიკა. 12.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-12T12:25+0400
2024-07-12T12:25+0400
2024-07-12T12:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24834/29/248342976_0:7:1281:727_1920x0_80_0_0_5c94e425f6549a45073b23b1c28b7423.jpg
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებები თავდაცვის დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით საკმაოდ დასანანი და გაუგებარია, რადგან ბოლო წლებში საქართველომ არაერთ წარმატებულ შედეგს მიაღწია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.5 ივლისს შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორი-2024-ის“ (Noble Partner) სწავლებას, ხოლო 9 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მლნ ევროს გაყინვა გადაწყვიტა. მიზეზად დასახელდა საქართველოში მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ და ანტიდასავლური რიტორიკა.ეს საერთაშორისო წვრთნები, რაზეც არის საუბარი, ტარდება როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ისე შეერთებული შტატებისა და ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომლებიც ამ სწავლებებში მონაწილეობენ, განმარტა მინისტრმა.„ეს წვრთნები ხელს უწყობს ჩვენი ურთიერთთავსებადობის გაზრდას, გამოცდილებას აძლევს სამხედრო მოსამსახურეებს და ასევე საშუალებას იძლევა, რომ თვალი გავუსწოროთ ახალ გამოწვევებს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.გარდა ამისა, მინისტრის თქმით, დღესაც არსებობს ბევრი ფორმატი, რომელთა ფარგლებშიც საქართველო აშშ-თან თანამშრომლობს.რაც შეეხება „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ რესურსების გაყინვას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მინისტრი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილებაც იქნება გადახედილი.„ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა, ძირითადად, არალეტარული იარაღის საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გაერთიანების ლიდერების გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, რომლებიც, დიპლომატის თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გამო ამჟამად დიდი ზეწოლის ქვეშ არიან. ამასთან, ჰერჩინსკიმ თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მილიონის გაყინვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხი განიხილეს 24 ივნისს ლუქსემბურგში - ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ხოლო 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ. საპასუხო ზომების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წელს შემოღებული უვიზო რეჟიმის ექვსი თვით შეჩერება. განცხადება აღნიშნულის თაობაზე მაისის დასაწყისში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24834/29/248342976_150:0:1129:734_1920x0_80_0_0_96b4c94758f9c40b8062d25969528110.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს თავდაცვა
დახმარების შეჩერება ქართული ჯარისთვის: ჩიქოვანმა დასავლეთის გადაწყვეტილება შეაფასა
მიზეზად დასახელდა საქართველოში მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ და ანტიდასავლური რიტორიკა.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებები თავდაცვის დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით საკმაოდ დასანანი და გაუგებარია, რადგან ბოლო წლებში საქართველომ არაერთ წარმატებულ შედეგს მიაღწია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
5 ივლისს შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორი-2024-ის“ (Noble Partner) სწავლებას, ხოლო 9 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მლნ ევროს გაყინვა გადაწყვიტა. მიზეზად დასახელდა საქართველოში მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ და ანტიდასავლური რიტორიკა.
„ეს საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა. წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ეს საერთაშორისო წვრთნები, რაზეც არის საუბარი, ტარდება როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ისე შეერთებული შტატებისა და ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომლებიც ამ სწავლებებში მონაწილეობენ, განმარტა მინისტრმა.
„ეს წვრთნები ხელს უწყობს ჩვენი ურთიერთთავსებადობის გაზრდას, გამოცდილებას აძლევს სამხედრო მოსამსახურეებს და ასევე საშუალებას იძლევა, რომ თვალი გავუსწოროთ ახალ გამოწვევებს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, დღესაც არსებობს ბევრი ფორმატი, რომელთა ფარგლებშიც საქართველო აშშ-თან თანამშრომლობს.
„აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს აქვთ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება. ასევე, ვაგრძელებთ მზადებებს სხვა საერთაშორისო სწავლებებისთვის“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ რესურსების გაყინვას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მინისტრი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილებაც იქნება გადახედილი.
„ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა, ძირითადად, არალეტარული იარაღის საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გაერთიანების ლიდერების გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, რომლებიც, დიპლომატის თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გამო ამჟამად დიდი ზეწოლის ქვეშ არიან. ამასთან, ჰერჩინსკიმ თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მილიონის გაყინვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხი განიხილეს 24 ივნისს ლუქსემბურგში - ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ხოლო 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ. საპასუხო ზომების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წელს შემოღებული უვიზო რეჟიმის ექვსი თვით შეჩერება. განცხადება აღნიშნულის თაობაზე მაისის დასაწყისში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.